...მტვერით მოწამლულები
პროგრამა → ფილმები ა - ჰ → ...მტვერით მოწამლულები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2018

...მტვერით მოწამლულები

52  წუთი/ფერადი

დოკუმენტური

 

რეჟისორი: თამარ ბართაია, გიორგი ბართაია

სცენარი: თამარ ბართაია

ოპერატორი: გიორგი ბართაია

მონტაჟი: გიორგი ბართაია

მუსიკა: ნიკოლოზ რაჭველი

პროდიუსერი: ჟანა სარდლიშვილი

 

Production:

STUDIO-99

 

აღწერა:

ფილმის მთავარი გმირები ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გლეხები არიან: თოხნიან, ბარავენ, უვლიან საქონელს, მოჰყავთ მოსავალი.  მაგრამ ის  რაც მათ თანასოფლელებისგან  გამოარჩევს — თეატრის დიდი სიყვარულია. ზამთარ-ზაფხულ, თოვლსა  თუ წვიმაში, ყოველდღე იკრიბებიან ნახევრად დანგრეულ შენობაში, გადიან რეპეტიციებს და ახალ სპექტაკლებს დგამენ. სცენა  მათი ცხოვრების  მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რადგან  დიდი ხანია  თეატრის  მტვერით არიან მოწამლულები.

 

 

თამარ ბართაია

დაიბადა 1959 წელს, თბილისში. დრამატურგი, რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. მისი სცენარებით გადაღებულია 20-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი. პიესები დადგმულია ლონდონში, ნიუ იორკში, ედინბურგში, რუსეთში, უკრაინაში, ლიტვაში. 2017 წელს ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა წლის საუკეთესო სცენარისტის პრიზით. გადაღებული აქვს 7 დოკუმენტური ფილმი.

 

Filmography:

2001 The Busiest People

2001 Life is born

2011 Refugees

2012 Reliably and Together

2012 Journalists for Democratic Elections

2015 Georgian Chanting in Rome

2018 Poisoned with Dust

 

 

გიორგი ბართაია

დაიბადა 1991 წელს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 2014 წელს გადაღებული აქვს ერთი მხატვრული და 4 დოკუმენტური ფილმი. დაჯილდოებულია საუკეთესო სტუდენტური ფილმის ნომინაციაში (სინოპი, თურქეთი, 2012). 2011 წელს გამარჯვებულია კონკურსში „ევროპა ჩემი სახლია“.

 

Filmography:

2012 Women’s Information Center (Documentary)

2014 Short Beard (Short)

2016 Opening the Curtains (Documentary)

2018 Poisoned with Dust