გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა
პროგრამა → ფილმები ა - ჰ →  გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: ჩილე 
წელი: 2018

 გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა

58 წუთი/ფერადი

 

აღწერა:

ჩილეში 1990 წლის ზაფხულია. ოჯახების მცირე ჯგუფი ანდების კალთებთან, განცალკევებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ქალაქის ექსცესებისგან შორს, ახალ სამყაროს აშენებენ დიქტატურის შემდგომ მოსული თავისუფლების შეგრძნებით. ცვლილებებისა და ანგარიშსწორების ამ ხანაში, ამ უნაყოფო მიწაზე მეზობლად მცხოვრები 16 წლის სოფია, ლუკასი და 10 წლის კლარა ებრძვიან მშობლებს, პირველ სიყვარულს, შიშს და ახალი წლის ზეიმისთვის ემზადებიან. შეიძლება ისინი ქალაქის საფრთხისგან შორს ცხოვრობენ, მაგრამ ბუნებაც არანაკლებ სახიფათოა.

 

რეჟისორი: დომინგა სოტომაიორი

სცენარი: დომინგა სოტომაიორი

ოპერატორი: ინტი ბრიონესი

მონტაჟი: კატალინა მარინ დუარტე

პროდიუსერი: როდრიგ ტეიშეირა, დომინგა სოტომაიორი

 

 მონაწილეობენ:

დემიან ჰერნანდესი, ანტარ მაჩადო, მაგდალენა ტოტორო, მათიას ოვიედო, ანდრეს ალიაგა, ანტონია ზეგერსი, ალეჟანდრუ გოიკი, მერსედეს მუჟიკა, ეიალ მაიერი, გაბრიელ კანიასი, მაიკლ სილვა

 

 

Production:

Circe Films, Cinestación (CL), RT Features (BR), Ruda Cine (AR)

World sales:

Stray Dogs

 

 

დომინგა სოტომაიორი

სწავლობდა აუდიოვიზუალურ ხელოვნებას ჩილეს კათოლიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი რეჟისურაში მიიღო ბარსელონაში, კატალონიის კინო და აუდიოვიზუალური ხელოვნების სკოლაში. 2015 წელს მისი საშუალომეტრაჟიანი ფილმის, „მარის“ პრემიერა შედგა ბერლინალეს ფორუმზე. 2009 წელს მან სხვებთან ერთად დააფუძნა მოწინავე საპროდიუსერო კომპანია „სინესტასიონი“ სანტიაგოში, სადაც ის ლათინურ ამერიკაში საავტორო კინოს პროდიუსირებას ეწევა.

 

 

Filmography:

2008 Debajo (Short)

2008 La montaña (Short)

2008 Noviembre (Short)

2012 Thursday Till Sunday

2013 La isla (Short)

2014 Mar

2016 Los Barcos (Short)

2018 Too Late to Die Young