სასტუმრო „ამერიკის“ შვილები
პროგრამა → ფილმები ა - ჰ →  სასტუმრო „ამერიკის“ შვილები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ბალტიის ქვეყნები
ქვეყანა: ლიეტუვა 
წელი: 1991

 სასტუმრო „ამერიკის“ შვილები

90 წუთი/ფერადი, შავ-თეთრი

 

აღწერა:

ფილმი საბჭოთა ლიეტუვაში თინეიჯერების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის პროტაგონისტები საბჭოთა კავშირში აკრძალული როკ-ენ-როლის ფანები არიან, რომელთაც ჰიპების მოძრაობა იტაცებს. ისინი ჩუმად უსმენენ ლუქსემბურგის რადიოს; ცხოვრობენ სახლში, რომელიც ოდესღაც სასტუმრო იყო დაამერიკაერქვა. კაუნასის  გაზაფხულის მოვლენები მასში ჩართულ თინეიჯერებზე გავლენას ახდენს. მას შემდეგ, რაც ისინი ცდილობენ, რომ ლუქსემბურგის რადიოს წერილი გაუგზავნონ, მათზე ეჭვს იღებს უშიშროების სამსახური.

 

რეჟისორი: რაიმუნდას ბანიონისი

სცენარი: მაცეი დრიგასი

ოპერატორი: იონას ტომაშიავიჩუსი

მუსიკა: ფაუსტას ლატენასი

 

მონაწილეობენ:

აუგუსტას შავიალისი, გაბია იარამინაიტე, იურატე ონაიტიტე, იურგა კაშჩიუკაიტე, გედმინას კარკა, ლინას პაუგისი, როლანდას კაზლას, გიედრიუს ჩაიკაუსკასი, არუნას საკალაუსკასი, გრაჟინა ბალანდიტე

 

Production:

Lithuanian Film Studio

World Sales:

Lithuanian Film Centre

 

 

რაიმუნდას ბანიონისი

რაიმუნდას ბანიონისი დაიბადა 1957 წელს, პანევეჟისში (ლიეტუვა). ის არის დონატას და ონა ბანიონისების შვილი. 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის კინოსკოლავგიკი“, სადაც კინორეჟისურას ლევ კულიჯანოვისა და ტატიანა ლიოსნოვას ჯგუფში სწავლობდა. 1980 წლიდან რაიმუნდასი ლიეტუვას სახელმწიფო კინოსტუდიაში მუშაობდა კინორეჟისორად, ხოლო 1991 წელს მუშაობა დაიწყო კერძო კინოკომპანიალიტნეკში“, სადაც ის მხატვრულ, დოკუმენტურ ფილმებს, ტელეგადაცემებს და რეკლამებს იღებს და პროდიუსერობას უწევს.

 

Filmography:

1979 Greitis – mano dievas (Short)

1985 Mano mazyte zmona

1985 Sesiolikmeciai (TV Series)

1988 Neatmenu tavo veido

1991 Vaikai is Amerikos viesbucio

1992 Jazz