გამოსვლა
პროგრამა → ფილმები დღეების მიხედვით → გამოსვლა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2015

 

გამოსვლა

15 წთ, ფერადი

რეჟისორი: ვახტანგ ჯაჯანიძე სცენარი: ვახტანგ ჯაჯანიძე ოპერატორი: სანდრო ვისოცკი მსახიობები:
ტატიანა ბიწაძე, ლილი ბიწაძე

ფილმში ნაჩვენებია ორი დის, საშუალო ასაკს გადაცილებული ტატიანას და ლილის განშორების ამბავი. ლილის შანსი აქვს დატოვოს მკვდარი ქალაქი და ქალიშვილთან საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდეს. ტატიანა ბოლომდე ინარჩუნებს იმედს და სჯერა რომ ლილი მას მარტო არ მიატოვებს. მაყურებელი იხილავს იმ შინაგან ბრძოლას რომელიც დებს შორის განშორების ბოლო დღეს - სევდის, სიყვარულის და ტკივილის სახით გვევლინება.

წარმოება:
სტუდია „არტიზმი"

ვახტანგ ჯაჯანიძე
დაიბადა 1987 წელს. 2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი. 2014 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

ფილმოგრაფია:
2015 გამოსვლა
2013 თბილისი გათენებიდან - დაღამებამდე
2012 ერთხელ პარკში
2012 ორშაბათიდან - ორშაბათამდე
2011 მოკლე ფილმი ადამიანის უფლებების დეკლარაციის შესახებ
2011 სტუდენტური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
2010 მე