დიალექტი
პროგრამა → ფილმები დღეების მიხედვით → დიალექტი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2018

დიალექტი

29 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: დავით გურგულია

სცენარი: დავით გურგულია

ოპერატორი: დავით ჩხაიძე

დამდგმელი მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი

რეჟისორის ასისტენტი: მარია სიჩანინი

ხმის რეჟისორი: ოთარ ბრეგვაძე

მონტაჟი: ირაკლი გურგენიძე

პროდუსერი: გიორგი ტეტიაშვილი

 

მონაწილეობენ:

გიორგი შარვაშიძე,მზია არაბული, გიორგი გურგულია, ლიზა ჩინჩილაკაშვილი, ნუცა ჩინჩილაკაშვილი, ლუკა მაისურაძე, ანასტასია ტყეშელაშვილი, ნატუკა ბზვანელი, ლაშა ტყეშელაშვილი, ბექა მაღალაშვილი, ზურა გოგორიკიძე, ეკატერინე ბექაური

 

აღწერა:

ღმერთის ენის შესწავლა შეუძლებელია, თუკი ამ ენაზე ადამიანი თვითონ არ ლაპარაკობს. ამ ენის არც ჩაწერა შეიძლება და არც გამრავლება. ამ გაფრთხილების მიუხედავად, ხმის ინჟინერი, სახელად მითრა, ამ წმინდა ადგილისკენ მიემგზავრება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ამ ენაზე მეტყველება ჩაიწეროს. ტექნიკური აღჭურვილობით შეიარაღებული მითრა მდუმარე — მისტიკით გაჯერებულ, რიტუალებით მდიდარ სამყაროში აღმოჩნდება. თუმცა, თემის წევრებთან ერთად ნაკრძალში გატარებული შვიდი დღე შეცვლის არა მხოლოდ მითრას, არამედ მათაც, ვინც ღმერთის ენაზე საუბრობს.

 

 

 

დავით გურგულია

დავით გურგულიას გადაღებული აქვს 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ერთ-ერთი მათგანის პრემიერა შედგა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე. ამჟამად, დავითი მუშაობს ქართულ-პოლონურ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე სახელწოდებით „და სხვები...“. დავითმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2018 წელს მან მიიღო მონაწილეობა პროექტ EFP Future Frames: Ten New Filmmakers to follow-ში.

 

Filmography:

2016 Somewhere In Between

2017 Out Of Courage

2017Dialect