გუშინ
პროგრამა → ფილმები დღეების მიხედვით → გუშინ
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: უნგრეთი გერმანია/საფრანგეთი/ნიდერლანდები/მაროკო
წელი: 2018

გუშინ

 

118 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: ბალინტ კენიერეში

 

სცენარი: ბალინტ კენიერეში, მატიო ტაპონიე, ტამაშ ბერეგი, ევა ზაბეჟინსკი

ოპერატორი: ადამ ფილენცი

მონტაჟი: ვანდა არანი

კოსტიუმების მხატვარი: დიორდი საკაჩი

პროდიუსერი: ანდრეა ტაშლერი, იამილა ვენსკე

 

მონაწილეობენ:

ვლად ივანოვი, ჯემელ ბარეკი, ჟაკ ვებერი, გამილ რატიბი, იოჰანა ტერ შტეიხე, ტულუ კიკი, ფეოდორ ატკინი, ჯო პრესტია, ისაკა სავადოგო

 

Production:

Mirage Film (Hungary)

 

World Sales:

HNFF World Sales

 

 

 

აღწერა: 

ფილმის მთავარი გმირია 50 წლის ვიქტორ განცი, რომელიც ფლობს წარმატებულ ბიზნესს, მსოფლიო მასშტაბით მოქმედ სამშენებლო ობიექტს. ჩრდილოეთ აფრიკის სამშენებლო ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემა წარმოიქმნება, რის გამოც ის უნდა გაემგზავროს ქვეყანაში (არადა, მას არ უყვარს მოგზაურობა), რომელიც ახალგაზრდობის მოგონებებს აღუძრავს; მოგონებებს, რომელიც გონების სიღრმეში უკვე დაემარხა. შეხვედრები სამინისტროებში, დეზინფორმაცია, ძველი შეყვარებულის გამოჩენა, რომელიც უცნაურად გაუჩინარდა, ადგილობრივ არაფორმალურ სივრცეში მისი ძიება: ვიქტორ განცი თანდათანობით ლაბირინთში ეშვება, სადაც აწმყო და წარსული ერთმანეთს კვეთს.

 

ბალინტ კანიერეში

ბალინტ კანიერეში დაიბადა 1976 წელს, ბუდაპეშტში. ფილოსოფიის, კინოს ისტორიის და თეორიის შესწავლის შემდეგ, დაამთავრა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი ბუდაპეშტის კინოსა და თეატრის აკადემიაში, 2006 წელს. მისი ფილმის „სამუშაოს დასრულების დრო“ პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე და 30-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს, სადაც ათეულობით პრიზი დაიმსახურა. მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „განთიადამდე“ 2005 წელს კანის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა და სანდენსის კინოფესტივალისა და ევროპული კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის (2006). ფილმი 140 ფესტივალზე აჩვენეს და 30 ჯილდო დაიმსახურა.

 

 

Filmography:

1999 Closing Time

2005 Before Dawn

2009 The History of Aviation

2018 Hier