ალმოდებული
პროგრამა → ფილმები დღეების მიხედვით → ალმოდებული
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: სამხრეთი კორეა 
წელი: 2018

ალმოდებული

148 წუთი/ფერადი

 

აღწერა:

ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლის დროს, ჯონგ-სუ შეხვდება ბავშვობის მეგობარ ჰე-მის, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მიეჯაჭვება. ჯონგ-სუ ფიქრობს, იქნებ მან იპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც შეუყვარდება. ჰე-მის აფრიკაში გამგზავრება უწევს და ამიტომაც, ჯონგ-სუს თხოვს, რომ მის კატას ცოტა ხნით მიხედოს. როდესაც ჯონგ-სუ მას აეროპორტში წამოსაყვანად თავისი ძველი მანქანით მიაკითხავს, ჰე-მი სხვა კაცთან ერთად ხვდება. ეს ლირიკული, პოეტური და მისტიკური ფილმი ეფუძნება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანსცეცხლმოდებული საქათმე“.

 

რეჟისორი: ჩან-დონ ლი

სცენარი: იუნმი , ჩან-დონ ლი, ჰარუკი მურაკამი

ოპერატორი: კიონ-პიო ჰონი

მონტაჟი: და-ვონ კიმი, ჰიუნ კიმი

მუსიკა: მოუგი

კოსტიუმების მხატვარი: ჩუნ-იონ ლი

პროდიუსერი: ჩან-დონ ლი

 

მონაწილეობენ:

იო -ინი, სთივენ იანი, იონ იონ-სო

 

Production:

Pine House Film, NHK,  Now Films

World sales:

Finecut

 

 

ლი ჩან-დონი

ლი ჩან-დონი დაიბადა 1954 წელს, დეგუში. ლი ყოფილი საშუალო სკოლის მასწავლებელი და ცნობილი რომანისტია. 40 წელს გადაცილებულმა კინოში მოღვაწეობა დაიწყო. მის სადებიუტო ფილმსმწვანე თევზი“ (1997) მაშინვე წარმატება და კრიტიკოსების აღიარება მოყვა. ფილმითოაზისი“ (2002) ლიმ უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალის რეჟისორების სპეციალური პრიზი.

 

Filmography:

1997 Green Fish

1999 Peppermint Candy

2002 Oasis

2007 Secret Sunshine

2010 Poetry

2018 Burning