ცივი ომი
პროგრამა → ფილმები დღეების მიხედვით → ცივი ომი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: პოლონეთი  დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი
წელი: 2018

ცივი ომი

85 წუთი/შავ-თეთრი

 

აღწერა:

ეს არის მგზნებარე სასიყვარულო ისტორია ორ განსხვავებული წარმომავლობისა და ტემპერამენტის მქონე პიროვნებას შორის. რომლებიც ბედისწერის წყალობით, სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან - 1950-იანი წლების ცივი ომის დროს პოლონეთში, ბერლინში, იუგოსლავიასა და პარიზში. ფილმმა გაიმარჯვა კანის კინოფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა" და პოლონეთმა სწორედ „ცივი ომი" შეარჩია „ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციისთვის.

 

რეჟისორი: პაველ პავლიკოვსკი

სცენარი: პაველ პავლიკოვსკი, იანუშ გლოვაცკი

ოპერატორი: ლუკაშ ზალი

მონტაჟი: იაროსლავ კამინსკი

კოსტიუმების მხატვარი: ოლა სტაშკო

პროდიუსერი: ევა პუშჩინსკა, ტანია ზეგაჩიანი

 

 მონაწილეობენ:

იოანა კულიგი, ტომაშ კოტი, ბორის შიცი, აგარა კულეშა, ადამ ვორონოვიჩი, ადამ ფერენცი, ადამ შიშკოვსკი, სერიკ კანი, ჟან ბალიბარი

 

 

Production:

Opus Film, Apocalypso Pictures, mk2 films, ARTE France Cinéma

World sales:

Protagonist Pictures, mk2 films

 

 

პაველ პავლიკოვსკი

წარმოშობით პოლონელმა პაველ პავლიკოვსკიმ დოკუმენტური კინოს კეთება ბრიტანეთის ტელევიზიაში დაიწყო. მისმა მეორე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „უკანასკნელი კურორტი“ (2000) კრიტოკოსების საერთაშორისო აღიარება მოუტანა არაერთ ფესტივალზე, მათ შორის, ტორონტოსა და სანდენსის ფესტივალებზე და 2001 წელს ბრიტანეთის კინო და ტელეაკადემიის ჯილდო „ბრიტანული კინოს ყველაზე იმედისმომცემი დებიუტანტის“ სტატუსი დაიმსახურა. მომდევნო ფილმმა „ჩემი ზაფხულის სიყვარული“ (2004) ალექსანდერ კორდას სახელობის პრიზი მოიპოვა, როგორც საუკეთესო ბრიტანულმა ფილმმა — ბრიტანეთის კინო და ტელეაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე, 2005 წელს.

 

Filmography:

1990 From Moscow to Pietushki: A Journey with Benedict Yerofeyev (TV Movie documentary)

1991 Dostoevsky's Travels (TV Movie documentary)

1992 Serbian Epics (TV Movie documentary)

1995 Tripping with Zhirinovsky (TV Movie documentary)

1998 The Stringer

1998 Twockers (TV Short documentary)

2000 Last Resort

2004 My Summer of Love

2011 The Woman in the Fifth

2013 Ida

2018 Cold War