სახე
პროგრამა → ფილმები დღეების მიხედვით → სახე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: პოლონეთი 
წელი: 2018

სახე

91 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: მალგოჟატა შუმოვსკა

სცენარი: მალგოჟატა შუმოვსკა, მიხალ ენგლერტი

ოპერატორი: მიხალ ენგლერტი

მონტაჟი: იაცეკ დროსიო

კოსტიუმების მხატვარი: იულია იარზა-ბრატანიეცი, კატარჟინა ლევინსკა

პროდიუსერი: იაცეკ დროსიო

 

მონაწილეობენ:

მატეუშ კოსციუკევიჩი, აგნეშკა პოდსიადლიკი, მალგოჟატა გოროლი, რომან განცარჩიკი, დარიუშ ხოინაცკი, რობერტ ტალარჩიკი, ანა ტომაშევსკა, მარტინა კრშიშტოფიკი

 

Production:

Nowhere SP. Z.O.O, TVN

World sales:

Memento Films International

 

აღწერა:

იაცეკს უყვარს მძიმე მეტალი და თავისი ძაღლი. ის კმაყოფილია თავისი არსებობით, როგორც გზას აცდენილი მაგარი ბიჭი, რომელიც მოსაწყენ გარემოში ცხოვრობს და პოლონეთ-გერმანიის საზღვართან მშენებლობაზე თავის კუნთებს ტონუსში ამყოფებს. საზღვარზე კი ამ დროს დედამიწაზე იესოს ყველაზე დიდ ქანდაკებას აგებენ. მაგრამ მოულოდნელად მისი ცხოვრება სრულიად იცვლება სამუშაოზე უბედური შემთხვევის გამო, რომელიც მას ამახინჯებს. იაცეკი ხდება პირველი ადამიანი ქვეყანაში, რომელსაც სახის ტრანსპლანტაციას უკეთებენ. პროცესს პოლონური მედია ინტერესით ადევნებს თვალს. ის შეიძლება ეროვნულ გმირად და წამებულად ითვლებოდეს, მაგრამ უკვე ვეღარ ცნობს საკუთარ თავს სარკეში. ამასობაში, იესოს ქანდაკება სულ უფრო იზრდება.

 

 

მალგოჟატა შუმოვსკა

მალგოჟატა შუმოვსკა დაიბადა 1973 წლის 26 თებერვალს, კრაკოვში. ის არის პოლონელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისმა 2013 წლის ფილმმა „სახელით“ ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე თედი მიიღო, როგორც საუკეთესო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, ხოლო სტამბულის 32-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. მისი ფილმი „სხეული“ ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი კონკურსისთვის შეარჩიეს და „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. 2018 წელს მან ბერლინალეზე ფილმისთვის „სახე“ ჟიურის გრან-პრი მოიპოვა.

 

Filmography:

1998 Cisza (Documentary short)

1999 Siedem lekcji milosci (Documentary short)

2000 Happy Man

2001 Dokument...? (Documentary short)

2004 Stranger

2004 Visions of Europe (segment "Crossroad")

2005 Mój tata Maciek (Documentary)

2007 Nothing to Be Scared of (Documentary short)

2013 In the Name of

2015 Body

2018 Mug