ჰორიზონტი
პროგრამა → ფილმები დღეების მიხედვით → ჰორიზონტი (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2018

ჰორიზონტი

105 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი

სცენარი: თინათინ ყაჯრიშვილი, დავით ჩუბინიშვილი

ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი

სცენოგრაფიაგიორგი გორძამაშვილი

პროდიუსერი: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში

 

მონაწილეობენ:

გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი, ჯანო იზორია, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი

 

აღწერა:

გიორგი და ანა ყოფილი ცოლ-ქმარი არიან. ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის დაშორების პროცესი ერთი შეხედვით ჩუმად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. აფექტი და შოკი თითქოს გადალახულია, შეგუების პროცესი იწელება და დაუსრულებელი ხდება. უცხო თვალისთვის გაუგებარი პროცესი მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდება გიორგისთვის. არ ეგუება ამ მოცემულობას და სჯერა რომ სიყვარული მარადიულია. ანა ელოდება დასასრულს. დასასრული ორივესთვის მოულოდნელი დგება. რჩება სიცარიელე და გაურკვევლობა.

 

 

 

თინათინ ყაჯრიშვილი

თინათინ ყაჯრიშვილი დაიბადა 1978 წელს თბილისში. 2001 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კინორეჟისორის სპეციალობით. 2009 წელს იყო EAVE პროდიუსერთა მასტერკლასის მონაწილე. 2014 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „პატარძლები“ (საქართველო-საფრანგეთი). „პატარძლების“ პრემიერა ბერლინის 64-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და მაყურებლის პრიზიც დაიმსახურა. „ჰორიზონტი“ მისი მეორე ფილმიარომელიც შვედეთის და საქართველოს ერთობლივი კოპროდუქციაა და მისი პრემიერაც 2018 წელს, ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

 

Filmography:

2014 Brides

2018 Horizonti