ეიფორია
პროგრამა → ფილმები დღეების მიხედვით → ეიფორია
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - იტალია
ქვეყანა: იტალია 
წელი: 2018

ეიფორია

115 წუთი/ფერადი

 

აღწერა:

ატეო ახალგაზრდა, წარმატებული მეწარმეა. ის გონებაგახსნილი, მომხიბვლელი და სიცოცხლით სავსე ადამიანია. მისი ძმა, ეტორე, ისევ პატარა პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს, სადაც ისინი დაიბადნენ და საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ის მეტისმეტად ფრთხილი და პატიოსანი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, რადგან ეშინია, შეცდომები არ დაუშვას. ერთი შეხედვით, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგრამ რთულ ვითარებაში აღმოჩენისას, ძმებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ერთმანეთი გაიცნონ.

 

 

რეჟისორი: ვალერია გოლინო

სცენარი: ვალერია გოლინო, ფრანჩესკა, მარჩიანო, ვალია სანტელა

ოპერატორი: გერგელი პოჰარნოკი

მონტაჟი: ჯიოჯიო ფრანკინი

კოსტიუმების მხატვარი: მარია რიტა ბარბერა

პროდიუსერი: ვიოლა პრესტიერი, ნიკოლა ჯულიანო, ფრანჩესკა ჩიმა, კარლოტა კალორი

მონაწილეობენ:

რიკარდო სკამარჩო, ვალერიო მასტანდრეა, იზაბელა ფერარი, ვალენტინა ჩერვი, იასმინ ტრინკა

 

Production:

HT Film, Indigo Film, RAI Cinema

World sales:

True Colours

 

 

ვალერია გოლინო

დაიბადა ნეაპოლში (იტალია). ვალერია გოლინო 16 წლის იყო, როდესაც მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ლინა ვერტმიულერის მიერ გადაღებულ იტალიურ ფილმში. ჯერ კიდევ თინეიჯერმა გოლინომ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო და იტალიის ეროვნული კინოჟურნალისტების სინდიკატის პრიზი — „ვერცხლის ლენტიმიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, ფილმისთვისსიყვარულის ისტორია“ (1986).

 

Filmography:

2013 Honey

2018 Euphoria