ჯარა
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → ჯარა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2017

ჯარა

52 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: ნიკა წიკლაური

სცენარი: ჰელენ ბრედბერი, ნიკა წიკლაური

ოპერატორი: ნიკა წიკლაური, გიორგი ვაწაძე

მონტაჟი: ელენე ასათიანი

მუსიკა: არშია სამსამინია

პროდიუსერი: ჰელენ ბრედბერი, ნიკა წიკლაური

 

აღწერა:

ფილმი-ზღაპარიჯარაერთწლიანი მოგზაურობაა აჭარის ველურ ბუნებაში. ტყეში ჩამოკიდებული ჯარადან ფუტკრების დანახული ბუნების მშვენიერება და უმოწყალობა; ადამიანები, მათი ჩარევა, მათთან მშვიდობიანი თანაარსებობა და კონფლიქტი. ცხოვრება ერთმანეთის სასარგებლოდ და საზიანოდ, ფუტკრის შრომა, მტაცებლების შიში. მენახირეები, დათვები, ადგილობრივი მეფუტკრეების ცხოვრება და სოფლის დღეები. ამბები სოფლებიდან, სადაც ძნელია გაიგო სად გადის ზღვარი ადამიანების საცხოვრებელ გარემოსა და ველურ ბუნებას შორის.

 

 

 

ნიკოლოზ (ნიკა) წიკლაური

ნიკა წიკლაური დაიბადა 1979 წელს, თბილისში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: პროგრამულ უზრუნველყოფაზე, გრაფიკულ დიზაინზე, ფოტოგრაფიასა და ეკოტურიზმის განვითარებაზე. გადაღებული აქვს რამდენიმე სატელევიზიო რეკლამა და სამი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. გაიარა სცენარის კურსი რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში.

 

Filmography:

2014 Saving the Wild

2014 The Road

2015 Time  of  The  Shepherds͟

2017 Jara

2018 Eshmakis Borbali