ვულკანი
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → ვულკანი (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: უკრაინა გერმანია
წელი: 2018

ვულკანი

103 წუთი/ფერადი

 

აღწერა: 

უცნაური თანხვედრების სერიების შემდეგ, სამხედრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის დამთვალიერებელი ტურის თარჯიმანი ლუკასი სამხრეთ უკრაინის სტეპების პატარა შორეულ ქალაქში აღმოჩნდება. წასასვლელის არქონის გამო, ეს დიდი ქალაქის გარემოს შეჩვეული ბიჭი თავშესაფარს ადგილობრივი კოლორიტის, ვოვას, სახლში იპოვნის. ვოვას წყალობით, ლუკასი ანარქისტულ სამყაროში მოხვდება, როგორსაც კი ვერასდროს წარმოიდგენდა. ამ სამყაროში ცხოვრება სრულიად მოწყვეტილია რაიმე ნაცნობ სტრუქტურას. მასპინძლით და მისი შვილით, მარუშკათი, მოხიბლულ ლუკასს თანდათან უქრება პროვინციული ცხოვრების მიმართ სიძულვილი და იმ ბედნიერების ძიებას იწყებს, რომლის არსებობა არც კი იცოდა..

 

რეჟისორირომან ბონდარჩუკი

სცენარიალა ტიუტიუნიკირომან ბონდარჩუკიდარია ავერჩენკო

ოპერატორივადიმ ილკოვი

მონტაჟიმიკოლა ბაზარკინი, ჰაიკე პარპლისი

მუსიკაანტონ ბაიბაკოვი

პროდიუსერიოლენა იერშოვა

 

მონაწილეობენ:

ვიქტორ ჟდანოვი, სერჰი სტეპანსკი, ხრიშტინა დეილიკი

 

Production:

Tato Film, elemag pictures GmbH, KNM, SOUTH

World sales:

Pluto Film

 

რომან ბონდარჩუკი

რომან ბონდარჩუკმა დაამთავრა კარპენკო-კარის სახელობის თეატრის, კინოს და ტელევიზიის უნივერსიტეტი. მისმა სადიპლომო ფილმმა „ტაქსის მძღოლი“ რუსი კინოკრიტიკოსების გილდიის პრიზი „თეთრი სპილო“ და რუსი პროდიუსერების გრან-პრი დაიმსახურა ღია კინოფესტივალ კინოშოკზე. ის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის, Docudays UA-ს მხატვრული დირექტორია. „უკრაინელი შერიფები“ (2015) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელმაც 2015 წელს ამსტერდამის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა და ამერიკის კინოაკადემიის 89-ე კინოდაჯილდოვებისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში წარადგინეს უკრაინის სახელით.

 

 

Filmography:

20017 Commemoration Day​ (Short)

2014 Euromaidan. Rough Cut​ (Documentary)

2015 Ukrainian Sheriffs​ (Documentary)

2016 Dixie Land ​(Documentary)

2018 Volcano