წვიმის აღწერის ათასი ხერხი
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → წვიმის აღწერის ათასი ხერხი (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 2017

წვიმის აღწერის ათასი ხერხი

91 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: იზაბელ პრალი

სცენარი: კარინ კეისი

ოპერატორი: ანდრეას კიოლერი

კოსტიუმების მხატვარი: გენოვევა კილბურგი

მუსიკა: ფოლკერ ბერტელმანი

მონაწილეობენ:

ბიარნე მედელი, ბიბიანა ბეგლაუ, ლუის ჰოფმანი, ემა ბადინგი, იანინა ფაუტცი, ნიკოლაი ვილი

 

Production:

Made In Germany Filmproduktion

World sales:

Media Luna New Films

 

აღწერა:

კარი ბევრი კვირით დაიკეტა. თინეიჯერი ოთახში გამოიკეტა, რითაც თავის უმწეო მამას, დედას და დას გაემიჯნა. იაპონიაში ასეთ ახალგაზრდებს უკვე სახელიც შეარქვეს — ჰიკიკომორები (გამოკეტილები). ეს ფენომენი თანდათან დასავლეთშიც ვრცელდება. ერთადერთი, რაც ოჯახს შეუძლია, არის ის, რომ ისინი ჩაკეტილ კართან დგანან, თხოვენ, ევედრებიან, ემუდარებიან, ისტერიკაში ვარდებიან, სასოწარკვეთილებას ეძლევიან, ადანაშაულებენ, უგულვებელყოფენ და იმედს არ კარგავენ. ამასობაში, კარი თანდათან სულ უფრო მათი ცხოვრების სარკედ იქცევა.

 

 

იზაბელ პრალი

დაიბადა მიუნსტერში (გერმანია), 1978 წელს. ჰამბურგში შეისწავლა გრაფიკული დიზაინი და შემდეგ — ზიგენში სწავლობდა ლიტერატურას, კულტურასა და მედიას. გადაღებული აქვს რამდენიმე სარეკლამო რგოლი, მუსიკალური ვიდეო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი „საკმარისი“ (2011). „წვიმის აღწერის ათასი ხერხი“ მისი სრულმეტრაჟიანი კინოდებიუტია.

 

Filmography:

2009 ArmutkenntvieleGeschichten (Short)

2009 Lindenstraße: Terror (TV Short)

2011 Ausreichend (Short)

2017 Different Kinds of Rain