სიბელი
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → სიბელი (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: თურქეთი საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი
წელი: 2018

სიბელი

95 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: გიიომ ჯოვანეტი, ჩაგლა ზენჯირჯი

სცენარი: გიიომ ოვანეტი, ჩაგლა ზენჯირჯი, რამათა საი

ოპერატორი: ერიკ დევინი

მონტაჟი: ვერონიკ ლანგი

მუსიკა: ბასელ ჰალაკი, პი

პროდიუსერი: მარი ლეგრანი, რანი მასალჰა, მიჰაელ ეკელტი, იოჰანეს იანკე, ლილიან ექე, კრისტელ ჰენონი, მარსელ კალვო, ნეფეს პოლატი, მარკ სიმონჩინი

 

მონაწილეობენ:

დამლა სიონმეზი, ემინ გიურსოი, ერკან კოლჩაკ კიოსტენდილი, ელიტ ისჯანი, მერალ ჩატინკაია

 

 

Production:

Mars Production, Les Films du Tambour, Riva Filmproduktion, Bidibul Productions, Reborn Production

World sales:

Pyramide International

 

აღწერა:

სოფელი კუსკოი, შავი ზღვისპირა მთები, თურქეთი. 25 წლის სიბელს, რომელიც ბავშვობაში დამუნჯდა, მხოლოდსტვენით შეუძლია კომუნიკაცია. ის არ არის გათხოვილი და მამასთან ერთად ცხოვრობს. თანასოფლელები მასშეზღუდული შესაძლებლობების მქონედ თვლიან. მარტოობისთვის ბოლოს მოღების მიზნით, სიბელი მინდორში ბევრს შრომობს. ერთ დღეს თურქეთის არმიიდან გამოქცეულ დეზერტირს ხვდება, რომელიც ტყეში იმალება. სიბელს ცხოვრებაში პირველად ახალი პერსპექტივა უჩნდება.

 

 

გიიომ ჯოვანეტი, ჩაგლა ზენჯირჯი

ფრანგულ-თურქულმა წყვილმა — ჩაგლა ზენჯირჯიმ და გიიომ ჯოვანეტიმ 2004 წლიდან არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს (ყველა მათგანი ნაჩვენები იყო ბერლინის, ლოკარნოს, კლერმონ-ფერანდის ფესტივალებზე). მათ, ასევე, გადაღებული აქვთ ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ნოორი“ (პაკისტანი, 2012 / კანის კინოფესტივალი, პროგრამა Acid-ის ფარგლებში) და „ნინგენი“ (იაპონია, 2013 / ტორონტოს კინოფესტივალი). „სიბელი“ მათი მესამე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში აჩვენეს.

 

Filmography:

2004 Une route de la soie (Documentary short)

2005 Retrouver Bam (Documentary)

2006 Carnegami (Short)

2007 Shanty Garden Town (Short)

2008 Ata (Short)

2009 Six (Short)

2012 Camera Obscura (Documentary)

2012 Noor

2013 Ningen

2018 Sibel