ზამთარი რომელიც არ ყოფილა
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → ზამთარი რომელიც არ ყოფილა (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2018

ზამთარი რომელიც არ ყოფილა

10 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: ვაჟიკო ჩაჩხიანი

სცენარი: ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნუცა წიქარიძე

ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი

დამდგმელი მხატვარი: ანუკა კალანდარიშვილი, ნატო ბაგრატიონი

 

მონაწილეობენ:

ჯიმშერ ბერძენიშვილი

 

აღწერა:

ზამთარი რომელიც არ ყოფილა“ არის მეტაფორა ადამიანის განთავისუფლებისა თავისი ისტორიისგან. ფილმში კაცი უყურებს, როგორ ამოაქვთ ზღვიდან ბეტონის მონუმენტური ქანდაკება, რომელიც კლასიკური გმირის ძეგლის მსგავსია, მაგრამ მოულოდნელად და ოდნავ შემზარავადაც ქანდაკების სახე საოცარი სიზუსტით გავს იმ კაცის სახეს, ვინც ნაპირთან დგას.

 

 

ვაჟიკო ჩაჩხიანი

ვაჟიკო ჩაჩხიანი დაიბადა 1985 წელს, თბილისში (საქართველო), ის ბერლინსა და თბილისში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სწავლობდა მათემატიკას და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. შემდეგ სახვითი ხელოვნებით დაინტერესდა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, პროფ. გრეგორ შნაიდერის კლასში სწავლობდა. ვაჟიკო ჩაჩხიანი მხატვრულ და არტ-ფილმებზე 2005 წლიდან მუშაობს.

 

Filmography:

2014 Life track

2017 Winter which was not there

2018 Heavy Metal Money

2018 Cotton Candy