პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს
კინოფესტივალი მედიაში

ვებ გვერდი განახლდება მალე!

სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო / გერმანია
წელი: 2012

Mankana, romelits kvelapers gaakrobs

97 წთ, ფერადი / შ-თ

რეჟისორი: თინათინ გურჩიანი ოპერატორი: ანდრეას ბერგმანი მონტაჟი: ნარი კიმი, დორინ იგნაშევსკი ხმა: მიხაელ კრაიჩოკი პროდიუსერი: თამარ გურჩიანი

საქართველო, 2011 წელი. ფილმის რეჟისორი კასტინგს აცხადებს 15-23 წლის ახალგაზრდებისთვის. განცხადებას ბევრი ხალხი ეხმაურება: ზოგს თავისი სენტიმენტალური ისტორიების გაზიარება უნდა, ზოგი კი მიზნების მისაღწევად იკრებს ძალას. ფილმი იმის შესახებ, თუ რა მშვენიერი (და რთული) შეიძლება იყოს ცხოვრება, როცა გმირად გახდომაზე ოცნებობ. ამ ფილმის პროტაგონისტები ცხოვრობენ და გმირობაზე ოცნებობენ, რეალობას გაურბიან ან თავაწეულები ხვდებიან მას. ისინი არიან მოხუცები და ძალიან ახალგაზრდები, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას. მაგრამ მათ ძიების პოეზია აერთიანებს. 

 

თინათინ გურჩიანი

დაიბადა თბილისში. სწავლობდა ხატვას, ფსიქოლოგიას და ცეკვას. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და ფრაიბურგისა და გრაცის უნივერსიტეტებში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, კინორეჟისურას სწავლობდა კონრად ვოლფის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში, ბაბელსბერგში.

 

 

Filmography

2012 Machine, That Makes Everything Dissapear