ომის ნაკვალევი
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → ომის ნაკვალევი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2012

Omis Naklvalevi

26 წთ, ფერადი

რეჟისორი: თომა ჩაგელიშვილი სცენარი: თომა ჩაგელიშვილი ოპერატორი: ბაქარ შარაშენიძე მუსიკა: მიხეილ მდინარაძე პროდიუსერი: ზურაბ ბენდიანიშვილი, ვიკა ქავჟარაძე, მარინა მეშვილდიშვილი

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომმა ორი მეგობარი ერთმანეთს დააშორა. ისინი სხვადასხვა მხარეს იბრძოდნენ. ახლა მიშა დევნილია და თბილისში ცხოვრობს, თემო ცხინვალში, საკუთარ სახლში. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი სხვა თანამებრძოლებთან ერთად სტამბოლში ხვდებიან ერთმანეთს... ფილმი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც გადატანილი ომის მიუხედავად ცდილობენ, ერთმანეთისაკენ გზები ისევ მოძებნონ. 

 

 

თომა ჩაგელიშვილი

დაიბადა 1972 წელს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან მუშაობს სამაუწყებლო კომპანიაში ”რუსთავი2”. გადაღებული აქვს 30-ზე მეტი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის შესახებ.  2010 წელს ფონდ ”ინტერნიუსთან” თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური სერიალი ”ევროპის მეზობლები”. 2010 წლიდან არის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ”თი-სტუდია” დამფუძნებელი.