პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → სარაევოს შვილები
კინოფესტივალი მედიაში

ვებ გვერდი განახლდება მალე!

სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: ბოსნია და ჰერცეგოვინა / გერმანია / საფრანგეთი / თურქეთი
წელი: 2012
DJECA
90 წთ, ფერადი

რეჟისორი: აიდა ბეგიცი სცენარი: აიდა ბეგიცი ოპერატორი: ეროლ ზუბცევიცი მხატვარი: სანდრა პოპოვაცი კოსტიუმები: სანია ძება მონტაჟი: მირალემ ზუბცევიცი ხმა: იგორ ცამო პროდიუსერი: აიდა ბეგიცი მონაწილეობენ: მარია პიკიცი, იზმირ გაგულა, ბოიან ნავოიეცი

ომიანობის შემდეგ სარაევოში, სადაც ცხოვრება ჯერ კიდევ არ ჩამდგარა კალაპოტში, კორუფცია და ძალადობა მეფობს. ქალაქს ჯერ კიდევ თავს დასტრიალებს წარსულის აჩრდილები. ამ მოვლენების ფონზე 23 წლის რაჰიმა დილიდან საღამომდე მუშაობს რესტორანში საკუთარი თავის და პატარა ძმის სარჩენად. ისინი ომის შემდეგ დაობლდნენ. გარდატეხის ასაკის შემდეგ, როდესაც კრიმინალურ საქმეებში იყო გახვეული, რაჰიმამ ძალა და ნუგეში მუსლიმურ რწმენაში ჰპოვა და იმედი აქვს, რომ მისი ძმაც იგივეს იზამს. მაგრამ ბიჭი მეტისმეტად ჩაითრია კრიმინალურმა სამყარომ.

Production:
Filmhouse Sarajevo
Rohfilm
Les Films De L'Apres-midi
Kaplan Film

World sales:
Pyramide International

 

 

აიდა ბეგიცი

დაიბადა 1976 წელს სარაევოში. აქვე სწავლობდა სარაევოს საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „თოვლი“ კანის  კინოფესტივალის (2008) „კრიტიკოსთა კვირეულის“ გრანპრით დაჯილდოვდა, ნომინირებული იყო აგრეთვე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე კატეგორიაში „წლის აღმოჩენა“. „სარაევოს შვილების“ პრემიერაც კანში შედგა სექციაში „განსაკუთრებული მზერა“ (2012), სადაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

Filmography

2012 Children of Sarajevo
2011 Do Not Forget Me Istanbul
2008 Snow
2003 North Went Mad (short)
2001 Prvo smrtno iskustvo (short)