პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → ყველა წავიდა
კინოფესტივალი მედიაში

ვებ გვერდი განახლდება მალე!

სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: რუსეთი / საქართველო / ჩეხეთი
წელი: 2012
Vse ushli
120 წთ, ფერადი

რეჟისორი: გიორგი ფარაჯანოვი სცენარი: გიორგი ფარაჯანოვი ოპერატორი: სერგეი მაჩილსკი მხატვარი: იური გრიგოროვიჩი კოსტიუმები: პოლინა რუდჩიკი მონტაჟი: სერგეი ივანოვი პროდიუსერი: ეკატერინა ფილიპოვა, პეტრ ტიხი მონაწილეობენ: ავთანდილ მახარაძე, ზურაბ ყიფშიძე, ნატალია კალიაკანოვა 

მრავალი წლის განშორების შემდეგ გარი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, მაგრამ იქ ვეღარაფერს ცნობს. ის აქ თავისი ბავშვობისდროინდელი მოგონებების – კარგი თუ ცუდი, სასიამოვნო თუ მტკივნეული მოგონებების გასაცოცხლებლად დაბრუნდა. იქნებ მოხუცმა ნინამ, ქალაქში ცნობილმა მკითხავმა და სიზმრების შემგროვებელმა შეძლოს წარსულის მძიმე ტვირთისგან მისი გათავისუფლება? ან იქნებ ნინამ მოისვენოს, როდესაც გარი თავისუფლებას მოიპოვებს...

Production:
Atlantic Film Company

World Sales:
Atlantic Film Company
studio_atlantic@mail.ru

 

გიორგი ფარაჯანოვი

დაიბადა 1963 წელს თბილისში. დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს ინსტიტუტი (1983) და მოსკოვის კინოინსტიტუტი „ვგიკი“ (1994). მისი დოკუმენტური ფილმი „მე თოლია ვარ!“ ნაჩვენები იყო ვენეციის 57-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე  2000 წელს, აღინიშნა „ძმები ლუმიერების ოქროს მედლით“ და დასახელდა 2000 წლის 20 საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს შორის. 2004 წელს ფილმმა „მე მოვკვდი ბავშვობაში“ აზია-წყნარი ოკეანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა კატეგორიაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“. „ყველა წავიდა“ გიორგი ფარაჯანოვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

Filmography
2012 Everybody's Gone / Vse ushli
2010 Prima (doc.)
2010 Valerik (short, in: Moscow Stories)
2007 Adam's Children / Deti adama (doc.)
2004 I Died in Childhood / Ya umer v detstve (doc.)
2000 I'm a Seagull / Ya - Chaika! (doc.)
1993 Dzhado (short)