პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → გაიღიმეთ
კინოფესტივალი მედიაში

ვებ გვერდი განახლდება მალე!

სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: საქართველო / საფრანგეთი / ლუქსემბურგი
წელი: 2012

Gaighimet

91 წთ, ფერადი

რეჟისორი: რუსუდან ჭყონია სცენარი: რუსუდან ჭყონია ოპერატორი: კონსტანტინე მინდია ესაძე მხატვარი: სოფო ბაზღაძე კოსტიუმები: გიორგი ნადირაძე მონტაჟი: რუსუდან ჭყონია, ჟან-პიერ ბლოკი, ლევან კუხაშვილი პროდიუსერი: რუსუდან ჭყონია, მ. ნიკოლა ბლანი მონაწილეობენ: ია სუხიტაშვილი, გია როინიშვილი, ოლგა ბაბლუანი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, მაკა ჩიჩუა

ფილმი დედების კონკურსის დრამატულ მოვლენებზეა, რომლის ათი მონაწილიდან ხუთი მოსახლეობის უღარიბესი ფენის წარმომადგენელია. სასოწარკვეთილი დედები ნებისმიერ ფასად ცდილობენ მოგებას, რადგან მთავარი პრიზი ბინა და 25.000 დოლარია. მაგრამ მათი ოცნებები მალევე იცვლება დამამცირებელი რეალობით, რადგან კონკურსის ორგანიზატორები მათი წარსულით და პირადი პრობლემებით მანიპულირებას იწყებენ, რომ შოუს „სკანდალის“ ელემენტები შესძინონ, შოუს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიით მთავრდება.

Production:
Nikê Studio
Ex Nihilo
in co-production with:
Samsa Films
Alvy Production

 

რუსუდან ჭყონია

დაიბადა 1978 წელს თბილისში. 2001 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ამავე წელს გადაიღო სადიპლომო ფილმი „უსახელო ბავშვები“, რომელიც მრავალი პრიზით დაჯილდოვდა.

რამდენიმე პროექტში მონაწილეობის და გრანტის მიღების შემდეგ 2012 წელს სადებიუტო ფილმი „გაიღიმეთ“ გადაიღო, რომლის სცენარის ავტორი და პროდიუსერიც თავადვეა. ფილმის პრემიერა წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა პარალელურ სექციაში „ვენეციის დღეები“, ანტალიის კინოფესტივალზე კი „გაიღიმეთ“ ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა.

 

 

Filmography

2012 Keep Smiling
2007 C'est la vie (short)