პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → სიყვარული
კინოფესტივალი მედიაში

ვებ გვერდი განახლდება მალე!

სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: პოლონეთი 
წელი: 2012
MIŁOŚĆ 
105 წთ, ფერადი - შ/თ

რეჟისორი: სლავომირ ფაბიცკი სცენარი: მარეკ პრუხნევსკი, სლავომირ ფაბიცკი ოპერატორი: პიოტრ შჩეპანსკი მხატვარი: დოროტა ლაცეკ-გორჩიცა მონტაჟი: მაციე პავლინსკი პროდიუსერი: ლეშეკ რიბარჩიკი, მარეკ რუდნიცკი მონაწილეობენ: მარჩინ დოროჩინსკი,  იულია კიოვსკა, ადამ ვორონოვიჩი, აგატა კულეშა, დოროტა კოლაკი, მარიან ძელი, ვოიცეხ მეცვალდოვსკი 

მარია და ტომეკი ათი წლის ცოლ-ქმარია. ორივემ გადააბიჯა ოცდაათს. ისინი პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ქმარი სადიზაინერო კომპანიაში მუშაობს, ცოლი ქალაქის მერიაში. მომავალი პატარას მოლოდინში ისინი ერთად აფორმებენ თავიანთ ბინას. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერს შეუძლია მათი მშვიდი ცხოვრების ამღვრევა. მაგრამ ერთ დღესაც ქალაქის მერი, რომელმაც დიდი ხანია თვალი დაადგა მარიას, გააუპატიურებს მას. ქალი პოლიციაში არ განაცხადებს და არც ქმარს ეუბნება. მაგრამ ამ დღიდან მათ სიყვარულს გამოცდა ელის. 

Production:
Odeon Rybarczyk Productions
Address: ul.Rakowiecka 4
02-519 Warsaw, Poland
Phone: +48 22 646 69 00, +48 22 646 66 43
e-mail: odeon@odeon.com.pl



სლავომირ ფაბიცკი

დაიბადა 1970 წელს ვარშავაში, პოლონეთში. დაამთავრა სასცენარო სტუდია და ლოძის კინოსკოლის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის ლოძის და გდინიას კინოსკოლების სასცენარო სტუდიების ლექტორი. მისი სადიპლომო ფილმი „კაცის საქმე" 2002 წელს „ოსკარზე" იყო წარდგენილი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში და არაერთი ჯილდო მიიღო საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ასევე წარმატებული აღმოჩნდა ფაბიცკის 2006 წელს გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გამოსწორება", რომელმაც კანის კინოფესტივალის ეკუმენური ჟიურის პრიზი მიიღო. „სიყვარული" რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

Filmography

2012 Love / Miłość
2005 Retrieval / Z odzysku
2001 The Man Thing / Męska Sprawa (short)
1999 Bratobójstwo / Fratricide (short)
1999 Kate, Poteen and Motorbike / Kaśka, bimber i motocykl (short)
1998 On the Other Side of the Forest / Po drugiej stronie lasu (short)
1998 Extension Number 55 / Wewnętrzny 55 (short)
1996 By night / Nocą (short)