პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → დემოკრატიის შუქურა
კინოფესტივალი მედიაში

ვებ გვერდი განახლდება მალე!

სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო 
წელი: 2012

 

Demokratiis Shukura

 

55 წთ, ფერადი

რეჟისორი: გოგა ხაინდრავა მონტაჟი: შალვა ფირცხალავა ხმა: ნიკოლოზ ფანიაშვილი პროდიუსერი: ლევან ხაინდრავა, გორგასლან ხაინდრავა მთხრობელი: ზურაბ ქარუმიძე

1987 წლის 21 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჟენევაში მიიღო დეკლარაცია ტერორიზმის შესახებ, სადაც განმარტა სახელმწიფო ტერორიზმის მნიშვნელობა და განსაზღვრა მისი დამახასიათებელი ნიშნები, ესენია: თვალთვალი, შეკრებათა დარბევა, მედიაზე კონტროლი, ცემა, წამება, ფალსიფიცირებული ბრალდებები, საჩვენებელი სასამართლოები, შეკვეთილი მკვლელობები, უკანონო დაპატიმრებები, მასობრივი დაპატიმრებები, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების უგულვებელყოფა, კანონების და კონსტიტუციის შეჩერება ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით.

როგორ იჩინა თავი სახელმწიფო ტერორიზმის ნიშნებმა ქვეყანაში, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ?

 

 

გოგა ხაინდრავა

დაიბადა 1956 წელს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი, 1986 წელს კი საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი.

 

 

Filmography

2012 Beacon of Democracy
2006 Confessions
1997 Graveyard of Dreams
1990 Georgia - awakening of the nation (III channel of French TV)