სპიტაკი
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → სპიტაკი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: სომხეთი რუსეთის ფედერაცია
წელი: 2018

სპიტაკი

98 წუთი/ფერადი

რეჟისორი: ალექსანდრ კოტი

სცენარი: მარინა სოჩინსკაია

ოპერატორი: პიოტრ დუხოვსკოი

მონტაჟი: ოლგა გრინშპანი, ნიკოლაი რიახოვსკი

კოსტიუმების მხატვარი: ელენა უშაკოვა

მუსიკა: სერჟ ტანკიანი

პროდიუსერი: ტერეზა ვარჟაპეტიანი, ელენა გლიკმანი

 

მონაწილეობენ:

ლერნიკ ჰარუტუნიანი, ჰერმინ სტეპანიანი, ალექსანდრა პოლიტიჩი, ოლეგ ვასილკოვი, ალექსანდრ კუზნეცოვი, მართუნ ღევონდიანი, ოლივიე პაჟი, ჟოზეფინ ჟაპი, კონსტანტინ პოიარკინი, დმიტრი მულიარი

 

აღწერა:

გორი მოსკოვიდან სომხეთში მიფრინავს, რომ თავისი ოჯახის წევრები მოძებნოს, რადგანაც ისინი მიწისძვრის ეპიცენტრში მოხვდნენ. ჩასვლისთანავე, სასწრაფოდ მიდის ქალაქისკენ, თავისი პატარა სახლის მოსაძებნად. გზად სხვადასხვა ადამიანს ხვდება, რომელთაც თავიანთი ტრაგედიები და გამოწვევები აქვთ. ადგილობრივები მათთვის ძვირფას ადამიანებს ეძებენ. ქალაქის ხელმძღვანელობა უშედეგოდ ცდილობს კანონის და წესრიგის აღდგენას დანგრეულ ქალაქში. გორი თავისი ოჯახისცოლის და მცირეწლოვანი შვილის პოვნის იმედს არ კარგავს, დარწმუნებულია, რომ ამ ნანგრევებში ისინი აუცილებლად იქნებიან. სანამ არსებობს სიყვარული, იმედი არ კვდება.

 

Production:

 

Telesto-Film (RU)

 

ალეკსანდრ კოტი

დაიბადა მოსკოვში, 1973 წელს. მუშაობდა ფოტოგრაფად. 1994-97 წლებში სწავლობდა მოსკოვის ვგიკის კინოსკოლაში, ხოტინენკოს ჯგუფში. სწავლა დაასრულა კრაკოვში, ანჯეი ვაიდას ხელმძღვანელობით. ის ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცააომის ციხესიმაგრე“ (2010), „საფრთხობელა“ (2000), რომლებიც კანის კინოფესტივალის რეჟისორების ორკვირეულზე საჩვენებლად შეარჩიეს, ხოლო ფილმიფოტოგრაფი“ (1998) კინოფონდის ხელშეწყობით აჩვენეს კანის კინოფესტივალზე.

 

Filmography:

2010 Fortress of War

2014 Ispytanie (Test)

2015 Insight

2018 Spitak