ბიჭები ტირიან
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → ბიჭები ტირიან
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: იტალია 
წელი: 2018

ბიჭები ტირიან

96 წუთი/ფერადი

რეჟისორი: დამიანო ინოჩენცო, ფაბიო ინოჩენცო

სცენარი: დამიანო ინოჩენცო, ფაბიო ინოჩენცო

ოპერატორი: პაოლო კარნერა

მონტაჟი: მარკო სპოლენტინი

კოსტიუმების მხატვარი: მასიმო კანტინი პარინი

მუსიკა: ტონი ბრუნა

პროდიუსერი: აგოსტინო საკა, ჯუზეპე საკა, ჯუზეპე ბუსაკა, მარია გრაცია საკა

 

მონაწილეობენ:

 

ანდრეა კარპენცანო, მატეო ოლივეტი, მილენა მანჩინი, მაქს ტორტორა, ლუკა ძინგარეტი, დემეტრა ბელინა, მიკელა დე როსი

 

Production:

Pepito Produzioni, RAI Cinema

World sales:

The Match Factory

 

აღწერა :

მირკო და მანოლო საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი რომის გარეუბანში ცხოვრობენ. ორივე ღარიბია და მარტოხელა მშობლები ყავთ. სკოლის ასაკიდან მუშაობენ და დროებით სამუშაოებზე ძლივს ძლებენ ხოლმე, რომ თავი შეინახონ. ისინი ერთად ოცნებობენ ქალებზე, სექსზე და ფულზე, უკეთეს მომავალზე. მას შემდეგ, რაც ერთ ღამეს, მოულოდნელად კაცი შემოაკვდებათ, მათ ადგილობრივი მაფია ჩაითრევს და მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ცოტა ხანში, თავიანთი ახალი უფროსებისთვის ბინძურ საქმეს აკეთებენ და ხელები სისხლში აქვთ გასვრილი. მაგრამ იოლი და ბევრი ფულის შოვნის ილუზიით გაბრუებულები ვეღარ აცნობიერებენ თავიანთი არჩევანის შედეგებს.

 

დამიანო და ფაბიო ინოჩენციო

დამიანო და ფაბიო ინოჩენციო (დაიბადნენ 1988 წელს) არიან იტალიელი სცენარისტები და რეჟისორები. ბავშვობა რომის პერიფერიაში გაატარეს, ხატავდნენ, ლექსებს წერდნენ და ფოტოებს იღებდნენ.

მათ კინოსარეჟისორო განათლება არ აქვთ მიღებული. „ბიჭები ტირიანმათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

Filmography:

 

2018 Boys Cry (La Terra Dell’abbastanza)