მშვიდი ღამე
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → მშვიდი ღამე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: პოლონეთი 
წელი: 2017

მშვიდი ღამე

100 წუთი/ფერადი

 

აღწერა:

ადამი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, პოლონეთის პროვინციაში თავის ოჯახს საშობაოდ ეწვევა. თავდაპირველად, ვიზიტის მიზეზს არ ამხელს, მაგრამ თანდათან ოჯახის წევრებს უმხელს თავის გეგმებს. მამამისს, ძმას, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, დას და სიძესყველას მნიშვნელოვანი როლი აქვს მის გეგმაში. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როდესაც გამოაცხადებს, რომ შვილს ელოდება. ამ დროს, ძველი პოლონური ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე ალკოჰოლური სასმელი ჩნდება. ოჯახში ვერავინ წარმოიდგენს, თუ რამდენად დიდ გავლენას მოახდენს თითოეულის ცხოვრებაზე შობის შემდგომი მოვლენები.



რეჟისორი: პიოტრ დომალევსკი

სცენარი: პიოტრ დომალევსკი

ოპერატორი: პიოტრ სობოჩინსკი (უმცროსი)

მონტაჟი: ლეშეკ სტარჟინსკი

მუსიკა: ვაჩლავ ჟიმპელი

 

მონაწილეობენ:

იოვიტა ბუდნიკი, ადამ ცივკა, მარია დებსკა, კატარჟინა დომალევსკა, კონრად ელერიკი, ევა გოპონი, რადოსლავ ჰებალი, არკადიუშ იაკუბიკი, ელჟბიეტა კეპინსკა, ანჯეი კლაკი

Production:

Munk Studio

World sales:

Intramovies

 

პიოტრ დომალევსკი

ის არის კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. მისმა მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმებმა ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალის ჯილდოები მოიპოვა. ის დრამატურგიცაა. მისმა პიესამხუთი კვადრატული მეტრიდრამატურგების ეროვნულ კონკურსში Metafory Rzeczywistostości ჯილდო დაიმსახურა. მისმა ფილმმაუცხოვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალ სინემაფორუმზე გრან-პრი მიიღო. პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმამშვიდი ღამეგდნიას 42- პოლონური კინოს ფესტივალზე გრან-პრიოქროს ლომები დაიმსახურა.

 

Filmography:

2015 Chwila (Short)

2016 Zle uczynki (Short)

2017 60 kilo niczego (Short)

2017 Silent Night