ზაფხული მონიკასთან ერთად
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → ზაფხული მონიკასთან ერთად
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო..ინგმარ ბერგმანი-100
ქვეყანა: შვედეთი 
წელი: 1953

ზაფხული მონიკასთან ერთად

96 წუთი/შავ-თეთრი

 

აღწერა:

ახლგაზრდების სიყვარულის ესთეტიკურად დახვეწილი, საოცრად არასენტიმენტალური ამბავიადრეული ბერგმანის შემოქმედების ეს მწვერვალი აღაფრთოვანებდა ფრანგული ახალი ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. გოდარი ამ ფილმსყველაზე ორიგინალური რეჟისორის ყველაზე ორიგინალურ ფილმსუწოდებდა. მომხიბვლელი ჰარიეტ ანდერსონისთვის მონიკას როლი პირველია ბერგმანის მრავალ ფილმთაგან. მონიკა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ჰარისთან მისი თავბრუდამხვევი საზაფხულო რომანი წერტილს უსვამს საოჯახო რუტინას და დამქანცველ სამუშაოს. 1950-იან წლებში ბერგმანის რჩეული ოპერატორის კამერა ეფექტურად უპირისპირებს ერთმანეთს წყვილის საზაფხულო ვნების ასპარეზსეთერულ, იდილიურ, ზღვისპირა გარემოს და ქალაქში მცხოვრები მუშათა კლასის ბნელ, უფერულ სინამდვილეს. ფილმში წარმოდგენილმა ეროტიკამ და სიშიშვლემ სკანდალური წარმატება მოუტანა ბერგმანს და შვედურ კინემატოგრაფს.

 

რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი

სცენარი: ინგმარ ბერგმანი

პენ ანდერს ფოგელსტრომის ნაწარმოების მიხედვით

ოპერატორი: გუნარ ფიშერი

მონტაჟი: ტაგე ჰოლმბერგი, გიოსტა ლევინი

მუსიკა: ერიკ ნორდგრენი, ლეს ბაქსტერი

პროდიუსერი: ალან ეკელუნდი

 

მონაწილეობენ:

ჰარიეტ ანდერსონი, ლარს ეკბორგი

 

Production:

Svensk Filmindustri

World Sales:

Janus Films

 

 

 

 

ინგმარ ბერგმანი

შვედი თეატრის და კინოს რეჟისორი ინგმარ ბერგმანი დაიბადა 1918 წლის 14 ივლისს, გარდაიცვალა 2007 წლის 30 ივლისს. ის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოხელოვანი იყო. მისი ფილმები ხშირად ეხება დასავლურ კულტურაშიღმერთის სიკვდილის და ამის შედეგად ცხოვრებისეული საზრისის დაკარგვის თემას. ბერგმანის პერსონაჟები ხშირად გამოხატავდნენ რწმენის დაკარგვის შედეგად გამოწვეულ ეგზისტენციალურ სასოწარკვეთილებას, მაგრამ ისინი რაციონალისტურ სამყაროში არიან მოხვედრილი და აქედან თავის დაღწევის საშუალებას ვერ პოულობენ. ბერგმანის ფილმები ძალიან პერსონალურია და გამოხატავს თანამედროვე ცხოვრებასთან მისივე ბრძოლას, პერსონაჟის საშუალებით.

ბერგმანი დაიბადა უფსალაში (შვედეთში), გაიზარდა რელიგიური ხატების და ამ საკითხებზე კამათის გარემოცვაში. ის სწავლობდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში და დაინტერესდა თეატრით, მოგვიანებითკინოთი.

ბერგმანი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ოსტატი იყო. მის ფილმებში წარმოდგენილია მხატვრული და ევროპული კინოსთვის დამახასიათებელი არახაზოვანი თხრობის ხერხები. ადრეულ პერიოდში მხოლოდ შავ-თეთრ კინოზე მუშაობდა. მისი ზოგიერთი ყველაზე დაფასებული ფილმი ამ პერიოდშია შექმნილი, როგორებიცაა: „ნახერხი და ფოლგა“ (1955), „მარწყვის მდელოდამეშვიდე ბეჭედი“ (ორივე: 1957). განსაკუთრებით უკანასკნელი ორი ფილმი შედევრებადაა აღიარებული.

 

Filmography/ფილმოგრაფია

1946 Crisis

1946 It Rains on Our Love

1947 A Ship to India

1948 Music in Darkness

1948 Port of Call

1949 Prison

1949 Thirst

1950 This Can't Happen Here

1950 To Joy

1951 Summer Interlude

1952 Waiting Women

1953 Sawdust and Tinsel

1953 Summer with Monika

1954 A Lesson in Love

1955 Dreams

1955 Smiles of a Summer Night

1957 The Seventh Seal

1957 Wild Strawberries

1958 Brink of Life

1958 The Magician

1960 The Devil's Eye

1960 The Virgin Spring

1961 Through a Glass Darkly

1963 The Silence

1963 Winter Light

1964 All These Women

1966 Persona

1968 Hour of the Wolf

1968 Shame

1969 The Passion of Anna

1972 Cries & Whispers

1974 Scenes from a Marriage

1976 Face to Face

1978 Autumn Sonata

1982 Fanny and Alexander