სუსპირია
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → სუსპირია
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - იტალია
ქვეყანა: იტალია 
წელი: 1977

სუსპირია

98 წუთი/ფერადი

 

 

აღწერა:

სიუზი ბანიონი გერმანიაში მოგზაურობს, რომ თავისი საბალეტო უნარები დახვეწოს. ის კოკისპირულ წვიმაში ცეკვის აკადემიაში მიდის, სადაც მას უარს ეუბნებიან შეშვებაზე. აქ ის შემთხვევით დაინახავს ახალგაზრდა ქალს, რომელიც სკოლიდან გარბის. მეორე დილას ის ისევ მიდის აკადემიაში. ამჯერად, მას უშვებენ, თუმცა უეცრად გაირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მან წინა საღამოს დაინახა, მკვდარი იპოვეს. ცოტა ხანში უცნაური რაღაცეები ხდება: სიუზი ავად ხდება და საგანგებო დიეტას უნიშნავენ. სკოლაში მატლები ჩნდება, ირგვლივ უჩვეულო ხმები ისმის და პიანისტ დანიელს საკუთარი ძაღლი კლავს...

 

რეჟისორი: დარიო არჯენტო

სცენარი: დარიო არჯენტო, დარია ნიკოლოდი

ოპერატორი: ლუჩიანო ტოვოლი

მონტაჟი: ფრამკო ფრატიჩელი

კოსტიუმების მხატვარი: პიერანჯელო ჩიკოლეტი

მუსიკა: დარიო არჯენტო

პროდიუსერი: კლაუდიო არჯენტო

 

მონაწილეობენ:

ჯესიკა ჰარპერი, სტეფანია კაზინი, ფლავიო ბუჩი, მიგელ ბოზე, ბარბარა მანიოლფი, სიუზანა ჯავიკოლი, ევა აქსენი, ალიდა ვალი, ჯოან ბენეტი

 

Production:

Seda Spettacoli

World sales:

20th Century Fox International Classics

 

 

 

დარიო არჯენტო

დარიო არჯენტო იტალიელი საშინელებათა ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტია, რომელიც ცნობილია თავისი განუმეორებელი ვიზუალური სტილით. ითვლება, რომ არჯენტო წარმატების მწვერვალზე 1970-80-იან წლებში იყო, ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „მუქი წითელი" და „სუსპირია", რომელიც მის საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული. ის ისეთი სცენარების თანაავტორიცაა, როგორიცაა „ერთხელ დასავლეთში" (სერჯიო ლეონესთან და ბერნარდო ბერტოლუჩისთან ერთად).

 

Filmography:

2012 Dario Argentos Dracula

2009 Giallo

2007 Mother of Tears

2004 The Card Player

2001 Sleepless

1998 The Phantom of the Opera

1996 The Stendhal Syndrome

1993 Aura

1987 Opera

1985 Phenomena

1982 Tenebre

1980 Inferno

1977 Suspiria

1975 Deep Red

1973 Die Halunken

1971 The Cat o' Nine Tails

1970 The Bird with the Crystal Plumage