იმედის მანკიერება
პროგრამა → ფილმები სექციების მიხედვით → იმედის მანკიერება
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - იტალია
ქვეყანა: იტალია 
წელი: 2018

იმედის მანკიერება

96 წუთი/ფერადი

 

აღწერა:

მარია მტკიცე ნაბიჯებით მიდის, თავზე კაპიუშონი ახურავს, დრო ისევე მიიჩქარის, როგორც მდინარის დინება, რომლის პირასაც ის ცხოვრობს. ხელმოკლე ცხოვრება, ოცნებების და სურვილების გარეშე, დედაზე, ულმობელ, ძვირფასი სამკაულებით მორთულ მოხუც ქალბატონზე ზრუნვაში გაატარა. თავისი უშიშარი პიტბულის თანხლებით, მას ფეხმძიმე ქალები მდინარეზე გადაყავს და ჯოჯოხეთური ბედის გზაზე მიუძღვება. მაგრამ ერთხელაც მარიას იმედი ეწვევა, თავისი ოდინდელი და უძლიერესი ფორმით, ისევე სასწაულებრივად, როგორიც ცხოვრებაა და ასწავლის მას, რომ ადამიანად დარჩენა ყველა რევოლუციაზე მნიშვნელოვანია.

 

 

რეჟისორი: ედოარდო დე ანჯელისი

სცენარი: ედოარდო დე ანჯელისი, უმბერტო კონტარელო

ოპერატორი: ფერან პარადეს რუბიო

მონტაჟი: კიარა გრიციოტი

კოსტიუმების მხატვარი: მასიმო კანტინი პარინი

მუსიკა: ენცო ავიტაბილე

პროდიუსერი: ატილო დე რაცა, პიერპაოლო ვერგა

 

მონაწილეობენ:

პინა ტურკო, მასიმილიანო როსი, მარინა კონფალონე, კრისტინა დონადიო, მარჩელო რომოლო

 

 

Production:

Tramp Limited, O' Groove, Medusa Film

World sales:

True Colours

 

 

 

ედოარდო დე ანჯელისი

ედოარდო დე ანჯელისი დაიბადა ნეაპოლში. მისი სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან საგულისხმოამოცარელას ისტორიები“ (2011), „პერესი“ (2014) დაგანუყოფელი“ (2016), რომელიც არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი. „იმედის მანკიერება“ (2018) მისი ბოლო ნამუშევარია.

 

 

Filmography:

2011 Mozzarella Stories

2014 Perez.

2016 Indivisible

2016 Vieni a vivere a Napoli!

2018 The Vice of Hope