განთიადი
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → განთიადი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ბალტიის ქვეყნები
ქვეყანა: ლატვია ესტონეთი, პოლონეთი
წელი: 2015

განთიადი

96 წუთი/შავ-თეთრი

 

აღწერა:

ფილმი ეფუძნება საბჭოთა რეჟიმის ახალგაზრდა პიონერის, პაველ მოროზოვის ამბავს, რომელიც მოკლეს მას შემდეგ, რაც მან საკუთარი მშობლები მთავრობას გადაცა. ამ ამბავზე, რომელიც სავარაუდოდ გამოგონილია, მოროზოვი საბჭოთა რეჟიმისთვის წამებულ გმირად და ერთგულების მაგალითად იქცა. პაკალნინას ფილმში მოროზოვი წარმოდგენილია იანისის პერსონაჟის სახით. იანისი არის პატარა ბიჭი, რომელიც თვლის, რომ მამამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „განთიადისმტერია. როდესაც იანისი ამხელს მამას, მამა შურისძიების გრძნობით ივსება..

 

რეჟისორი: ლაილა პაკალნინა

სცენარი: ლაილა პაკალნინა

ოპერატორი: ვოიცეხ სტარონი

პროდიუსერი: ლაილა პაკალნინა, კასპარ კალასი, მალგოჟატა სტარონი

 

მონაწილეობენ:

ვალის დაუძინსი, ანტონს გრაუდსი, ანდრის კეიშსი, ლიენა შმუკსტე, ვიქტორ ზბოროვსკი

 

Production:

Hargla Company - Kompanija Hargla, Digital Sputnik, Staron Films

World sales:

Hargla Company

 

 

ლაილა პაკალნინა

რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ლაილა პაკალნინა საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლატვიელი კინომოღვაწეა. გადაღებული აქვს 5 მხატვრული, 26 დოკუმენტური და 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ლატვიელი კინორეჟისორი ორჯერაა ნომინირებული ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე, დოკუმენტური ფილმისთვისოცნებათა კუნძული“ (2004) და მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვისცეცხლი“ (2008).

 

Filmography:

1998 The Shoe

2000 Tusya

2003 The Python

2006 The Hostage

2012 Picas

2015 Ausma

2017 Zirdzin, hallo! (Documentary short)