წიგნების მაღაზია
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → წიგნების მაღაზია
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ლიტერატურა და კინო
ქვეყანა: ესპანეთი დიდი ბრიტანეთი, გერმანია
წელი: 2017

წიგნების მაღაზია

115 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: იზაბელ კოიშეტი

სცენარი: იზაბელ კოიშეტი

ოპერატორი: ჟან-კლოდ ლარიო

მონტაჟი: ბერნატ არაგონიესი

კოსტიუმების მხატვარი: მერსე პალომა

მუსიკა: ალფონსო დე ვილალონგა

პროდიუსერი: ხაუმე ბანაკოლოჩა, ხოან ბასი, ადოლფო ბლანკო, ქრის ქერლინგი, ალბერტ საგალესი

 

მონაწილეობენ:

ემილი მორტიმერი, პატრიშა კლარკსონი, ბილ ნაი, ჰონორ ნიფსი, ჯეიმს ლანსი, ჰარვი ბენეტი, მაიკლ ფიცჯერალდი, ხორხე სუკე

 

Production:

Diagonal TV, A Contracorriente Films, Green Films, Zephyr Films, ONE TWO Films

World sales:

Celsius Entertainment

 

აღწერა:

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი ემუქრება ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე მომხიბვლელი სოფლის, ჰარდბოროს სიმშვიდეს. მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ქვრივი ფლორენს გრინი იქ წიგნის მაღაზიის გახსნას გადაწყვეტს, ის მოსახლეობის ნაწილის ფარული ჭორების ჯოჯოხეთს და სასტიკ დევნას გამოცდის. გავლენიანი ვაიოლეთ გამარტი მოსახლეობას ფლორენსის ჩანაფიქრის წინააღმდეგ განაწყობს, ხოლო ფლორენსი მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებს იდუმალებით მოცული ბატონი ბრუნდიშისგან, რომელსაც ამ პატარა ქალაქში თავისუფლების ჰაერი წყურია.

 

 

 

იზაბელ კოიშეტი

დაიბადა სან ადრიან დე ბესოსში (ბარსელონა), 1962 წელს. შემდეგ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც გადაიღო ფილმი „ის, რაც არასდროს მითქვამს“ (1996). სამი წლის შემდეგ შედგა მისი ფილმის „ცუდი ტონი“ პრემიერა, ხოლო 2003 წელს გამოვიდა ფილმი „ჩემი ცხოვრება ჩემს გარეშე“, რომელმაც გოიას სახელობის ჯილდო დაიმსახურა საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. ამის შემდეგ მან მიიღო ოთხი გოიას პრემია ფილმისთვის „სიტყვების საიდუმლო ცხოვრება“ (2005). 2009 წელს გამოვიდა მისი ნამუშევარი „ტოკიოს ბგერების რუკა“, რომელიც გადაღებულია იაპონიასა და ბარსელონაში.

 

 

 

Filmography:

1989 Demasiado viejo para morir joven

1996 Cosas que nunca te dije

1998 A los que aman

2003 My Life Without Me

2005 The Secret Life of Words

2009 Map of the Sounds of Tokyo

2013 Another Me

2013 Yesterday Never Ends

2014 Learning to Drive

2015 Endless Night

2017 Proyecto tiempo

2017 The Bookshop