ინგმარ ბერგმანის ძიებაში
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → ინგმარ ბერგმანის ძიებაში
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო..ინგმარ ბერგმანი-100
ქვეყანა: გერმანია საფრანგეთი
წელი: 2018

ინგმარ ბერგმანის ძიებაში

99 წუთი/ფერადი, შავ-თეთრი

დოკუმენტური

 

აღწერა:

მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი მარგარეტე ფონ ტროტა ბერგმანის ცხოვრებას და შემოქმედებას უღრმავდება და მის კინომემკვიდრეობას კამერის წინ და მიღმა მისი უახლოესი თანამშრომლების თუ რეჟისორების ახალი თაობის საშუალებით იკვლევს. დოკუმენტური ფილმი წარმოგვიდგენს მთავარ სცენებს და ხშირად განმეორებულ თემებს ბერგმანის ფილმებიდან თუ ცხოვრებიდან და მიმოიხილავს იმ ადგილებს, სადაც ბერგმანი თავის შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ადგილებში, როგორიცაა სტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი; ადგილებს და ლანდშაფტებს, სადაც მისი შედევრებია გადაღებული; მის სამუშაო სივრცეს შვედეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

 

რეჟისორი: მარგარეტე ფონ ტროტა

სცენარი: მარგარეტე ფონ ტროტა, ფელიქს მიოლერი

ოპერატორი: ბიორეს ვაიფენბახი

მონტაჟი: ბეტინა ბიოლერი

პროდიუსერი: გი ამონი, ბენიამინ ზაიკელი, სტეფან სორლა

 

 

მონაწილეობენ:

ლივ ულმანი, დანიელ ბერგმანი, ინგმარ ბერგმანი (უმცროსი), ოლივიე ასაიასი, რუბენ ოსტლუნდი, სტიგ ბიორკმანი, მია ჰანსენ-ლიოვე, კატინკა ფარაგო, კარლოს საურა, ჟან-კლოდ კარიერი, გაბი დომი, რიტა რუსეკი, გუნელ ლინდბლომი, იულია დუფვენიუსი

 

Production:

C-Films Germany, Mondex&cie

World sales:

Cinema Management Group (US)

 

 

 

მარგარეტე ფონ ტროტა

მარგარეტე ფონ ტროტა დაიბადა 1942 წლის 21 თებერვალს. გერმანელ კინორეჟისორს ახალი გერმანული კინოს „წამყვან ძალად“ მოიხსენიებენ. ფონ ტროტა კინონამუშევრების სოლიდური რაოდენობის ავტორია, რომლებისთვისაც მას, უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ჯილდო მიენიჭა. ის რეჟისორ ფოლკერ შლონდორფის მეუღლე იყო და მასთან ერთად მუშაობდა. მათი კოლაბორაცია წარმატებული იყო, თუმცა ფონ ტროტა თვლიდა, რომ შლონდორფთან მიმართებაში, მას მაინც მეორე პლანზე აღიქვამდნენ. ამიტომაც, მან სოლო კარიერა არჩია და „გერმანიის მოწინავე ქალი კინორეჟისორის“ სახელი დაიმკვიდრა. ის ომისშემდგომი ხანის გერმანული კინოს ისტორიაში საავტორო კინოს სტაბილურად ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია.“ ფონ ტროტას ნამუშევრებს, ზოგიერთი თვალსაზრისით, ინგმარ ბერგმანის 1960-70-იანი წლების ფილმებს ადარებდნენ.

ფონ ტროტას „მსოფლიოს მოწინავე ფემინისტი რეჟისორი“ უწოდეს. მისი ფილმები ქალების ახალი კუთხით წარმოჩენას ითვალისწინებს და ეხება როგორც ქალებს შორის (დებს, მეგობრებს და ა.შ.), ისე ქალებსა და მამაკაცებს შორის ურთიერთობებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური კონტექსტის ფონზე იშლება. ამის მიუხედავად, კინორეჟისორი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ის „ქალების ფილმებს“ იღებს.

 

Filmography:

1975 The Lost Honor of Katharina Blum

1978 The Second Awakening of Christa Klages

1979 Sisters, or The Balance of Happiness

1981 Marianne &Juliane

1983 Sheer Madness

1986 Rosa Luxemburg

1988 Three Sisters

1990 L'africana

1993 Il lungosilenzio

1994 Das Versprechen

2003 Rosenstrasse

2006 I Am the Other Woman

2009 Vision

2012 Hannah Arendt

2015 Die abhandene Welt

2017 Forget About Nick

2018 Searching for Ingmar Bergman (Documentary)