ლოცვა
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → ლოცვა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: საფრანგეთი 
წელი: 2018

 ლოცვა

107 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: სედრიკ კანი

სცენარი: სედრიკ კანი, ფანი ბურდინო, სამუელ დუ

ოპერატორი: ივ კაპი

მონტაჟი: ლორ გარდეტი

კოსტიუმების მხატვარი: ალის კომუბურნაკი

პროდიუსერი: სილვი პიალა, ბენუა კიანონი

 

მონაწილეობენ:

ანტონი ბაჟონი, დამიენ შაპელი, ალექს ბრენდემიული, ლუიზ გრინბერგი, ჰანა შიგულა, ანტუან ომბლარი, კოლინ ბეიტსი, მანე ჰოვარდ ბრეკე, დავიდე კამპანია, მაიტე მაიე

 

Production:

Les Films du Worso, ARTE France Cinéma, Auvergne-Rhône-Alpes Cinéma, Versus Production

World sales:

Le Pacte

 

აღწერა:

22 წლის თომასი ნარკოდამოკიდებულია. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად, ის ყოფილი ნარკოდამოკიდებულების საზოგადოებას უერთდება, რომელიც განცალკევებით, მთებში ცხოვრობს და განსაკურნებლად ლოცვას იყენებს. თავდაპირველად, თომასს თანდათანობით სპარტანულ ყოფასთან — დისციპლინასთან, სურვილებისგან თავის შეკავებასთან, მძიმე სამუშაოსა და ხშირ ლოცვასთან — შეგუება უწევს. ის აღმოაჩენს რწმენას და, იმავდროულად, სიყვარულს. ეს მისთვის ახალი ტიპის ტანჯვაა.

 

 

 

სედრიკ კანი

დაიბადა კრესტში (საფრანგეთი), 1966 წელს. კინოში მოღვაწეობა ჯერ მემონტაჟედ, შემდეგ — სცენარისტად დაიწყო. 1991 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ბარი რელსებზე“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს. მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი „მეტისმეტი ბედნიერება“ კანის კინოფესტივალზე, რეჟისორების ორკვირეულზე საჩვენებლად შეარჩიეს და ჟან ვიგოს სახელობის პრემია დაიმსახურა. ფილმი „რობერტო ზუკო“ 2001 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს შორის მონაწილეობდა, ხოლო „წითელი ფარნები“ — ბერლინალეს კონკურსზე იყო წარმოდგენილი.

 

Filmography:

1990 Les dernières heures du millénaire (Short)

1991 Bar des rails

1994 Trop de bonheur

1998 L'ennui

2001 Roberto Succo

2004 Red Lights

2005 L'avion

2009 Regrets

2011 A Better Life

2014 Wild Life

2018 The Prayer