სასწაული
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → სასწაული
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ბალტიის ქვეყნები
ქვეყანა: ლიეტუვა ბულგარეთი, პოლონეთი
წელი: 2018

სასწაული

91 წუთი/ფერადი

 

აღწერა:

1992 წელია და ლიტვა კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე გადავიდა. ამის გამო, კოლექტიური ღორების ფერმა, რომელსაც სათავეში უდგას ირენა, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ირენა ცდილობს, რომ ფერმა და მისი მუშები შეინარჩუნოს, როდესაც სიმპათიური ამერიკელი, სახელად ბერნარდასი, გამოჩნდება სულთმობრძავი ფერმის გადასარჩენად. ის ირენას ოჯახურ ცხოვრებას და სოფლის რუტინას თავდაყირა დააყენებს. ირენას თანდათან უყვარდება ის, მაგრამ აცნობიერებს, რომ მას მთლად უცოდველი ზრახვები არ ამოძრავებს..

 

რეჟისორი: ეგლე ვერტელიტე

სცენარი: ეგლე ვერტელიტე

ოპერატორი: ემილ ქრისტოვი

მონტაჟი: მილენა ფიდლერი

კოსტიუმების მხატვარი:მონიკა ვებრაიტე

მუსიკა: კშიშტოფ ა. იანჩაკი

პროდიუსერი: ლუკას ტრიმონისი

 

მონაწილეობენ:

ეგლე მიკულიონიტე, ვიტო რუჯინისი, ანდრიუს ბიალობჟესკის, დანიელ ოლბრიხსკი, ვალერიუს იევსეიევას, ვალენტინას კრულიკოვსკის

 

Production:

iN SCRiPT, Geopoly, Studio Postprodukcyjne ORKA

World Sales:

iN SCRiPT, UDI - Urban Distribution International

 

 

ეგლე ვერტელიტე

ეგლე ვერტელიტე დაიბადა შიაულიაიში (ლიეტუვა). ის სწავლობდა ისტორიას ვილნიუსის უნივერსიტეტში, კინორეჟისურას — ევროპის კინოკოლეჯში და სცენარისტობას — ეროვნულ კინო- და ტელე-სკოლაში, ინგლისში. მას ეკუთვნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების — „რობომაქსის“ (2013) და „ჩიტის რომანტიკული ბოდვა“ (2014) სცენარები. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „ულან-ბატორელი ლამა“ (2011). „სასწაული“ მისი სადებიუტო მხატვრული ფილმია.

 

Filmography:

2011 Ub Lama

2013 Robomax

2014 Romantic Delusions of the Bird

2017 Miracle (Stebuklas)