დაბადება
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → დაბადება (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: უნგრეთი 
წელი: 2018

დაბადება

120 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: არპად ბოგდანი

სცენარი: არპად ბოგდანი

ოპერატორი: ტამაშ დობოსი

მონტაჟი:  პეტერ პოლიცერი

კოსტიუმების მხატვარი: ჟოფი ფერენცი

მუსიკა: მიჰალი ვიგი

პროდიუსერი: გაბორ ფერენცი, ანდრეა ტაშლერი

 

მონაწილეობენ:

მილან ჩორდაში, ანა მარი ჩე, ენიკო ანა ილესი, ლიდია დენისი, ჟოლტ კოვაჩი, ლევენტ მოლნარი, ტამაშ რავასი, იშტვან სილვაში, ჟოფი ბერკი, როლანდ ცაფეტაში

 

 

Production:

FocusFox Studio, Mirage Film Studio

World sales:

Hungarian National Film Fund - HNFF World Sales

 

აღწერა:

„დაბადების“ სამი ამბავი მომდინარეობს ოჯახის ბიბლიური ცნებიდან: ოცდაათს გადაცილებული ქალი ხელახლა აღმოაჩენს რწმენას, რომელიც ბავშვობაში დაკარგა; დედა ყველაფერზე მიდის, რომ თავისი შვილი გადაარჩინოს; ბოშა ბიჭს ოჯახს ამოუხოცავენ და მისი ბავშვობის სრულყოფილი სამყარო ინგრევა. სამივე ამბავი რეალურ მოვლენებს ეფუძნება, რომლებიც უნგრეთში მოხდა: ბოშების ხოცვა. ეს მოვლენა, ასე თუ ისე, სამივე პროტაგონისტზე გავლენას ახდენს და მათ ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის.

 

 

 

არპად ბოგდანი

დაიბადა 1980 წელს. 4 წლიდან ცხოვრობდა ბავშვთა სახლში. კოლეჯში სწავლის პერიოდში, კარიერა მსახიობობით და თეატრის რეჟისორობით დაიწყო. ის შემოქმედებით ფორუმებს აწყობდა ხელმოკლე ბავშვებისთვის. მისმა სადებიუტო ფილმმა „ახალი ბედნიერი ცხოვრება“ (2007) საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რამდენიმე ფესტივალზე და მისი პრემიერა ბერლინის პანორამის სექციაში 2007 წელს შედგა, რომლის დროსაც მას ჟიურის სპეციალური პრიზი გადაცეს.

 

Filmography:

2002 Labyrinth

2003 Rhythm and Notion

2006 Happy New Life

2018 Genesis