სასიცოცხლო სუნთქვა
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → სასიცოცხლო სუნთქვა (გამეორება)
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: საფრანგეთი 
წელი: 2018

სასიცოცხლო სუნთქვა

93 წუთი/ფერადი

 

რეჟისორი: დავიდ რუ

სცენარი: დავიდ რუ, ჟიული პეირი

ოპერატორი: ოგუსტინ ბარბარო

პროდიუსერი:კენდის ძაკანინო

 

მონაწილეობენ:

ჟერემი რენიე, ზიტა ანრო, მართე კელერი, ალან ლიბოლტი, მოდ უაილერი

 

Production:

Eliane Antoinette, Reboot Films

World sales:

Pyramide International

 

აღწერა:

სიმონი გამოცდილი ექიმია, რომელიც ყოველდღე უყურებს სიკვდილს, როგორც მისი საქმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობს. როგორც კარგ პროფესიონალს შეეფერება, ის სიკვდილის მიმართ რეზისტენტულია. მაგრამ როდესაც საავადმყოფოს უახლოეს განყოფილებაში დედამისს მოათავსებენ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთს ეჯახება. სიმონის მთელი სამყარო, მისი მრწამსი ძირფესვიანად ირყევა — იმდენადაც კი, რომ საკუთარი კარიერის გადაფასებას იწყებს..

 

დავიდ რუ

დავიდ რუ დაიბადა 1977 წელს, პარიზში. 15 წლის განმავლობაში თეატრის ჟურნალისტად, რეჟისორის ასისტენტად და კინოსაპროდიუსერო კომპანიაში Initiative Films ლიტერატურულ მენეჯერად მუშაობდა. მოგვიანებით დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის სცენარების წერა და გადაღება („მათი ახალგაზრდობა“ (2012), „რეპეტიციები“ (2014)). „სასიცოცხლო სუნთქვა“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

 

Filmography:

2012 Their Youth (Short)

2015 Répétitions (Short)

2018 L'Ordre des médecins