კობეინი
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → კობეინი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
ქვეყანა: ნიდერლანდები ბელგია, გერმანია
წელი: 2018

კობეინი

94 წუთი/ფერადი

რეჟისორი: ნანუკ ლეოპოლდი

სცენრი: შტინეტ ბოსკლოპერი

ოპერატორი: ფრანკ ვან დენ ეედენი

მონტაჟი: კატარინა ვარტენა

კოსტიუმების მხატვარი: მანონ ბლომი

მუსიკა: ჰარი დე ვიტი

პროდიუსერი: შტინეტ ბოსკლოპერი, ლიზეტ კელდერი

 

მონაწილეობენ:

ბაზ კაიცერი, ნაომი ველისარიუ, ვიმ ოპბრუკი, დანა მარინესი, კოზმინა შტრატანი, სოფია დოსსანტოსი, მარია კრააკმანი, მაარტიე ვან დე ვატერინგი, თომას რიკევერტი, ვარდ ვეემჰოფი

 

აღწერა:

კობეინი დანგრეული ოჯახიდანაა, მაგრამ მას ჯერ არ გაცრუებია იმედი. მას ძალიან უყვარს ადამიანი, რომელმაც სასაცილო სახელი შეარქვა, დედამისი, სახელად მია. მია, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, საკუთარ ცხოვრებას ვერ აწესრიგებს, მით უმეტეს ახლა, როცა მეორე შვილზეა ფეხმძიმედ. კობეინი თხოვს მას, რომ საკუთარ თავს და ბავშვს მიხედოს და ცხარე კამათის შემდეგ ისინი შორდებიან ერთმანეთს. კობეინი თავს მიას ყოფილი საყვარლის, ვიკმაიერის სახლში აფარებს. ვიკმაიერი ახალგაზრდა უცხოელ ქალებს უწევს ექსპლუატაციას. კობეინი უკვე იზრდება, ის ეხმარება და თან ეარშიყება ვიკმაიერის ახალგაზრდა გოგონებს. კობეინმა თითქოს იპოვა რაღაც, რაც მას თავს შინ აგრძნობინებს.

 

Production:

Circe Films, A Private View, Coin Film GmbH, The Film Kitchen, VPRO Television

World sales:

Beta Cinema

 

ნანუკ ლეოპოლდი

ნანუკ ლეოპოლდი დაიბადა 1968 წელს, როტერდამში. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მოლივლივე კუნძულები“ როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო ფილმად შეარჩიეს 2001 წელს. „გერნსი“ 2005 წელს კანში, რეჟისორების ორკვირეულის ფარგლებში აჩვენეს. „ვოლფსბერგენის“ პრემიერა შედგა ბერლინალეს ფორუმის ფარგლებში, 2007 წელს და იმავე წელს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს. ფილმ „ბრაუნის მოძრაობის“ პრემიერა 2010 წელს, ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა, ხოლო ევროპული პრემიერა გაიმართა 2011 წელს, ბერლინალეს ფორუმზე. 2013 წელს მისმა ნამუშევარმა „რა სიჩუმეა“ ბერლინალეს სპეციალური პანორამა გახსნა.

 

 

 Filmography:

1997 Marseille1-2 (Short)

1999 Max Lupa (TV Movie)

2001 Îles flottantes

2005 Guernsey

2007 Wolfsberg