წარმოსახვითი მიწა
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → წარმოსახვითი მიწა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ჰორიზონტები
ქვეყანა: სინგაპური 
წელი: 2018

წარმოსახვითი მიწა

95 წუთი/ფერადი

 

აღწერა:

მოქმედება ინდუსტრიულ სინგაპურში ხდება. გამომძიებელმა ლოკმა უნდა იპოვნოს დაკარგული ემიგრანტი მუშა, სახელად უონგი. უონგს სამუშაო ადგილზე უსიამოვნება შეემთხვევა და მას თავისი რეპუტაცია აღელვებს. ის დაძინებას ვერ ახერხებს და შუაღამისას მოჩვენებასავით კიბერკაფეში დადის ხოლმე. ის ვირტუალურად უმეგობრდება იდუმალებით მოცულ გეიმერს და მათი მეგობრობა ავისმომასწავებლად შემობრუნდება. როდესაც უონგი მოულოდნელად ქრება, ლოკი მის ნაკვალევს ახლადწარმოქმნილ სამყარომდე მიყავს, სადაც მან სიმართლეს უნდა ახადოს ფარდა.

 

რეჟისორი: იეო სიევ ჰუა

სცენარი: ეიო სიევ ჰუა

ოპერატორი: ჰიდეჰო ურატა

მონტაჟი: დანიელ ჰუი

კოსტიუმების მხატვარი: მერედით ლი

პროდიუსერი: ფრან ბორჯია

 

მონაწილეობენ:

პიტერ იუი, სიაოი ლიუ, ლუნა კვოკი, ჯეკ თენი, იაშათიაქ ზიკო

 

Production:

Films de Force Majeure, Volya Films, Akanga Film Asia (SG)

World Sales:

Visit Films

 

 

იეო სიევ ჰუა

იეო სიევ ჰუა ეროვნულ უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა. ის კინოკოლექტივ 13 Little Pictures-ის წევრი ოყო. გადაღებული აქვს ექსპერიმენტული ფილმი: „ჩალის სახლში“ (2009). მონაწილეობა მიიღო ტოკიოს ტალანტების 2015 წლის გამოშვებაში და ნამუშევარი საშემოდგომო შეკრებაზე წარმოადგინა, სადაც მან მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის, „წარმოსახული სამყარო“ (2018) გრან-პრი მოიპოვა. 2017 წელს ფილმი აზია-წყნარი ოკეანის კინოპრემიისთვისაც იყო წარდგენილი. მას მიღებული აქვს ჰუბერტ ბალსის სახელობის და მსოფლიო კინოს დახმარების დაფინანსება.

 

 

Filmography:

2009 In the House of Straw

2012 Wormhole (Short)

2014 The Obs: A Singapore Story (Documentary)

2016 The Minotaur (Short)

2018 A Land Imagined