ბერგმანის კუნძული
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → ბერგმანის კუნძული
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო..ინგმარ ბერგმანი-100
ქვეყანა: შვედეთი 
წელი: 2004

ბერგმანის კუნძული

83 წუთი/ფერადი, შავ-თეთრი

დოკუმენტური

 

აღწერა:

გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე, ლეგენდარული კინორეჟისორი ინგმარ ბერგმანი შვედ დოკუმენტალისტ მარი ნირერიოდის კამერის წინ აღმოჩნდა, თავის სახლში, ფაროს კუნძულზე. მან ისაუბრა თავისი სამუშაოს, შიშების, სინანულის და შემოქმედებითი სწრაფვის შესახებ. შედეგი ყველაზე გულახდილი ინტერვიუს სერიები გამოდგა, რომელშიც საზოგადოებრივ ყურადღებას გარიდებული რეჟისორს ოდესმე მონაწილეობა მიუღია. მოგვიანებით ინტერვიუები სრულმეტრაჟიან ფილმად — „ბერგმანის კუნძული“ იქცა. ნირერიოდის სიღრმისეული, გულწრფელი ფილმი, სადაც უხვადაა ამბები ბერგმანის შემოქმედებითი და პირადი ცხოვრებიდან, დაუვიწყარია იმით, რომ საშუალებას გვაძლევს, უკანასკნელად შევავლოთ თვალი ადამიანს, რომელმაც კინო გარდაქმნა.

 

რეჟისორი: მარი ნირერიოდი

ოპერატორი: არნე კარლსონი

 

მონაწილეობენ:

ინგმარ ბერგმანი, ერლანდ იოსეფსონი, მარი ნირერიოდი

 

Production:

Sveriges Television, Svensk Filmindustri, Danmarks Radio, Norsk Rikskringkasting, Yleisradio, Finlands Svenska Television

World Sales:

Sveriges Television, The Critreion Collection

 

 

 

ინგმარ ბერგმანი

შვედი თეატრის და კინოს რეჟისორი ინგმარ ბერგმანი დაიბადა 1918 წლის 14 ივლისს, გარდაიცვალა 2007 წლის 30 ივლისს. ის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოხელოვანი იყო. მისი ფილმები ხშირად ეხება დასავლურ კულტურაშიღმერთის სიკვდილის და ამის შედეგად ცხოვრებისეული საზრისის დაკარგვის თემას. ბერგმანის პერსონაჟები ხშირად გამოხატავდნენ რწმენის დაკარგვის შედეგად გამოწვეულ ეგზისტენციალურ სასოწარკვეთილებას, მაგრამ ისინი რაციონალისტურ სამყაროში არიან მოხვედრილი და აქედან თავის დაღწევის საშუალებას ვერ პოულობენ. ბერგმანის ფილმები ძალიან პერსონალურია და გამოხატავს თანამედროვე ცხოვრებასთან მისივე ბრძოლას, პერსონაჟის საშუალებით.

ბერგმანი დაიბადა უფსალაში (შვედეთში), გაიზარდა რელიგიური ხატების და ამ საკითხებზე კამათის გარემოცვაში. ის სწავლობდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში და დაინტერესდა თეატრით, მოგვიანებითკინოთი.

ბერგმანი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ოსტატი იყო. მის ფილმებში წარმოდგენილია მხატვრული და ევროპული კინოსთვის დამახასიათებელი არახაზოვანი თხრობის ხერხები. ადრეულ პერიოდში მხოლოდ შავ-თეთრ კინოზე მუშაობდა. მისი ზოგიერთი ყველაზე დაფასებული ფილმი ამ პერიოდშია შექმნილი, როგორებიცაა: „ნახერხი და ფოლგა“ (1955), „მარწყვის მდელოდამეშვიდე ბეჭედი“ (ორივე: 1957). განსაკუთრებით უკანასკნელი ორი ფილმი შედევრებადაა აღიარებული.

 

Filmography/ფილმოგრაფია

1946 Crisis

1946 It Rains on Our Love

1947 A Ship to India

1948 Music in Darkness

1948 Port of Call

1949 Prison

1949 Thirst

1950 This Can't Happen Here

1950 To Joy

1951 Summer Interlude

1952 Waiting Women

1953 Sawdust and Tinsel

1953 Summer with Monika

1954 A Lesson in Love

1955 Dreams

1955 Smiles of a Summer Night

1957 The Seventh Seal

1957 Wild Strawberries

1958 Brink of Life

1958 The Magician

1960 The Devil's Eye

1960 The Virgin Spring

1961 Through a Glass Darkly

1963 The Silence

1963 Winter Light

1964 All These Women

1966 Persona

1968 Hour of the Wolf

1968 Shame

1969 The Passion of Anna

1972 Cries & Whispers

1974 Scenes from a Marriage

1976 Face to Face

1978 Autumn Sonata

1982 Fanny and Alexander