პერსონა
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → პერსონა
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო..ინგმარ ბერგმანი-100
ქვეყანა: შვედეთი 
წელი: 1966

პერსონა

85 წუთი/შავ-თეთრი

 

აღწერა:

მსახიობი, სახელად ელიზაბეთი, გადაწყვეტს, რომ ხმა აღარასოდეს ამოიღოს და მასზე ზრუნვას თანმხლებ მედდას, ალმას მიანდობენ. მალე ირკვევა, რომ მსახიობის ამ საქციელს ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ, ესაა ეთიკური სიწმინდის შენარჩუნების სურვილი, მაგრამ იმავდროულად, ესაა სადიზმის სახეობა, პრაქტიკულად შეუვალი ძალა, რაც მედდის მანიპულირების საშუალებას იძლევა. მედდას მუდმივი ლაპარაკი უწევს. ფილმის ბოლოს ორი პერსონაჟი იდენტობის უიმედო დუელში ჩაბმული აღმოჩნდებაისეთში, როგორიც სტრინდბერგს უყვარდა. ბერგმანმა ეს დაპირისპირება ფილმში ენის, ხელოვნების და თვით ცნობიერების მეტაფორად აქცია.

 

რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი

სცენარი: ინგმარ ბერგმანი

ოპერატორი: სვენ ნიუკვისტი

მონტაჟი: ულა რიგე

მუსიკა: ლარს იოჰან ვერლე

 

მონაწილეობენ:

ბიბი ანდერსონი, ლივ ულმანი, მარგარეტა კროოკი, გუნარ ბიორნსტრანდი, იორგენ ლინდსტრიომი

 

 

Production:

American International Pictures

Aurora

Svensk Filmindustri

World Sales:

Svensk Filmindustri

 

 

 

 

ინგმარ ბერგმანი

შვედი თეატრის და კინოს რეჟისორი ინგმარ ბერგმანი დაიბადა 1918 წლის 14 ივლისს, გარდაიცვალა 2007 წლის 30 ივლისს. ის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოხელოვანი იყო. მისი ფილმები ხშირად ეხება დასავლურ კულტურაშიღმერთის სიკვდილის და ამის შედეგად ცხოვრებისეული საზრისის დაკარგვის თემას. ბერგმანის პერსონაჟები ხშირად გამოხატავდნენ რწმენის დაკარგვის შედეგად გამოწვეულ ეგზისტენციალურ სასოწარკვეთილებას, მაგრამ ისინი რაციონალისტურ სამყაროში არიან მოხვედრილი და აქედან თავის დაღწევის საშუალებას ვერ პოულობენ. ბერგმანის ფილმები ძალიან პერსონალურია და გამოხატავს თანამედროვე ცხოვრებასთან მისივე ბრძოლას, პერსონაჟის საშუალებით.

ბერგმანი დაიბადა უფსალაში (შვედეთში), გაიზარდა რელიგიური ხატების და ამ საკითხებზე კამათის გარემოცვაში. ის სწავლობდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში და დაინტერესდა თეატრით, მოგვიანებითკინოთი.

ბერგმანი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ოსტატი იყო. მის ფილმებში წარმოდგენილია მხატვრული და ევროპული კინოსთვის დამახასიათებელი არახაზოვანი თხრობის ხერხები. ადრეულ პერიოდში მხოლოდ შავ-თეთრ კინოზე მუშაობდა. მისი ზოგიერთი ყველაზე დაფასებული ფილმი ამ პერიოდშია შექმნილი, როგორებიცაა: „ნახერხი და ფოლგა“ (1955), „მარწყვის მდელოდამეშვიდე ბეჭედი“ (ორივე: 1957). განსაკუთრებით უკანასკნელი ორი ფილმი შედევრებადაა აღიარებული.

 

Filmography/ფილმოგრაფია

1946 Crisis

1946 It Rains on Our Love

1947 A Ship to India

1948 Music in Darkness

1948 Port of Call

1949 Prison

1949 Thirst

1950 This Can't Happen Here

1950 To Joy

1951 Summer Interlude

1952 Waiting Women

1953 Sawdust and Tinsel

1953 Summer with Monika

1954 A Lesson in Love

1955 Dreams

1955 Smiles of a Summer Night

1957 The Seventh Seal

1957 Wild Strawberries

1958 Brink of Life

1958 The Magician

1960 The Devil's Eye

1960 The Virgin Spring

1961 Through a Glass Darkly

1963 The Silence

1963 Winter Light

1964 All These Women

1966 Persona

1968 Hour of the Wolf

1968 Shame

1969 The Passion of Anna

1972 Cries & Whispers

1974 Scenes from a Marriage

1976 Face to Face

1978 Autumn Sonata

1982 Fanny and Alexander