ბედნიერი ლაზარე
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → ბედნიერი ლაზარე
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - იტალია
ქვეყანა: იტალია შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია
წელი: 2018

ბედნიერი ლაზარე

125 წუთი/ფერადი

 

აღწერა:

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის, ლაზარეს (რომელიც იმდენად კეთილია, რომ ხშირად სულელი გონიათ) და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის (რომელიც მისდა საუბედუროდ, წარმოსახვის უნარითაა დაჯილდოებული) შეხვედრაზე. მათ განცალკევებულ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას თხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც ამოგზაურებს.

 

რეჟისორი: ალიჩე რორვახერი

სცენარი: ალიჩე რორვახერი

ოპერატორი: ჰელენ ლუვარი

მონტაჟი: ნელი კეტიერი

კოსტიუმების მხატვარი: ლორედანა ბუშემი

პროდიუსერი: კარლო კრესტო-დინა, გრეგორი გაიოში, პიერ-ფრანსუა პიტი, ტიციანა სუდანი, მიჰაელ ვებერი

 

მონაწილეობენ:

ნიკოლეტა ბრასკი, სერხი ლოპესი, ალბა რორვახერი, ნატალინო ბალასო, ტომაზო რანიო, ადრიანო ტარდიოლო, ლუკა ჩიქოვანი, ლეონარდო ნიგრო

 

Production:

Tempesta, Amka Films, Ad Vitam Productions, Pola Pandora Filmproduktions, RAI Cinema, RSI - Radiotelevisione Svizzera di Lingua Italiana, ARTE France Cinéma

World sales:

The Match Factory

 

 

ალიჩე რორვახერი

ალიჩე რორვახერი სწავლობდა ტურინსა და ლისაბონში. პირველი დოკუმენტური ფილმიპატარა სპექტაკლი“ 2003 წელს გადაიღო. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ციური სხეულისპრემიერა შედგა კანში, 2011 წელს. რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმასაოცრებები“ 2014 წელს, კანის კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრი მოიპოვა.

 

Filmography:

2011 Corpo celeste

2014 The Wonders

2018 Happy as Lazzaro