ქალის სახელი
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → ქალის სახელი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - იტალია
ქვეყანა: იტალია საფრანგეთი
წელი: 2018

ქალის სახელი

98 წუთი/ფერადი

 

 

აღწერა:

როგორც Cineuropa წერს, მარკო ტულიოს ფილმი „ქალის სახელი" დღეს #MeToo-ს ეპოქაში ამბოხების ნამდვილი მანიფესტია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალ ნინაზე, რომელიც ქვემო ლომბარდიის პატარა სოფელში გადადის საცხოვრებლად, თავის ქალიშვილთან ერთად. ის შოულობს სამსახურს პრესტიჟულ კერძო კლინიკაში, სადაც ბევრი სხვა იტალიელი და უცხოელი ქალი მუშაობს. ქალების ეს მცირე და მრავალფეროვანი საზოგადოება, ყველაფრის მიუხედავად, ერთიანია და მათ, სხვათა შორის, საიდუმლო აერთიანებს. ისინი უფროსის მხრიდან შევიწროების მსხვერპლნი არიან, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ნინა პირველი ქალი აღმოჩნდება, რომელიც დუმილს დაარღვევს და საკუთარი უფროსის წინააღმდეგ, ხმას ამოიღებს.

 

 

რეჟისორი: მარკო ტულიო ჯორდანა

სცენარი: კრისტინა მაინარდი, მარკო ტულიო ჯორდანა

ოპერატორი: ვინჩენცო კარპინეტა

მონტაჟი: ფრანჩესკა კალველი, კლაუდიო მიზანტონი

მუსიკა: დარიო მარიანელი

პროდიუსერი: ლიონელო ჩერი, ჰენგამე პანაჰი

 

მონაწილეობენ:

კრისტინა კაპოტონდი, ადრიანა ასტი, ვალერიო ბინასკო, მიკელა ჩესკონი, მიკელე რიონდინო, ლაურა მარინონი

 

 

Production:

Lumière & Co., Celluloid Dreams, RAI Cinema

World sales:

Celluloid Dreams, Nightmares

 

 

 

მარკო ტულიო ჯორდანა

მარკო ტულიო ჯორდანა დაიბადა 1950 წლის 1 ოქტომბერს, მილანში (ლომბარდია, იტალია). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „100 ნაბიჯი“ (2000), „პიაცა ფონტანა: იტალიური კონსპირაცია“ (2012) დასაუკეთესო ახალგაზრდობა“ (2003).

 

Filmography:

1980 To Love the Damned

1981 La caduta degli angeli ribelli

1988 Appuntamento a Liverpool

1995 Who Killed Pasolini?

2000 100 Schritte

2003 The Best of Youth

2005 Quando sei nato non puoi più nasconderti

2008 Wild Blood

2012 Piazza Fontana: The Italian Conspiracy

2017 Two Soldiers

2018 Nome di donna