მელანის ქრონიკები
პროგრამა → ფილმები ქვეყნების მიხედვით → მელანის ქრონიკები
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: ბალტიის ქვეყნები
ქვეყანა: ლატვია ჩეხეთი, ფინეთი
წელი: 2016

მელანის ქრონიკები

120 წუთი/შავ-თეთრი

 

აღწერა:

1941 წლის 14 ივნისს, საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ლატვია: გაუფრთხილებლად, ხელისუფლება მელანის და მისი მეუღლის, ალექსანდრის სახლში შეიჭრა და ყველაფრის დატოვება აიძულეს. 15 000 ლატვიელთან ერთად, მელანი და მისი ვაჟი ციმბირში გადაასახლეს. სიცივესთან, შიმშილთან და სისასტიკესთან ბრძოლაში, მას მხოლოდ ძალა ემატება, რაც ალექსანდრისადმი მიწერილი, ლატვიის თავისუფლების და უკეთესი მომავლისადმი იმედით აღსავსე წერილებიდან ჩანს.

 

რეჟისორი: ვიესტურ კაირიში

სცენარი: ვიესტურ კაირიში

ოპერატორი: გინტს ბერზინში

მონტაჟი: იუსი რაუტანიემი

კოსტიუმების მხატვარი: იევა იურიანე, გიტა კალვანე

მუსიკა: არტურს მასკატსი, ალექსანდრს ვაიცაჰოვსკის, კარლის აუზანსი

პროდიუსერი: ინესე ბოკა-გრუბე, გინტს გრუბე

მონაწილეობენ:

საბინე ტიმოტეო, ედვინს მეკშსი, ივარს კრასტსი, გუნა ზარინა, მაია დოვეიკა, ვიქტორ ნემეტსი, ედვინ ლედერი, ევია რუდზიტე, ბაიბა ბროკა

 

Production:

Mistrus Media

World Sales:

EastWest Filmdistribution GmbH

 

 

 

ვიესტურ კაირიში

ვიესტურ კაირიში დაიბადა 1971 წლის 30 იანვარს. ის არის ლატვიელი ოპერის, კინოს და თეატრის რეჟისორი. წარმატებით მოღვაწეობს ლატვიასა და გერმანიაში, როგორც ოპერის სახელგანთქმული რეჟისორი. კაირიშის ფილმები და დადგმები ევროპის ბევრ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი.

 

Filmography:

1995 Gaila dziesma (Short)

1998 Vilciens (Short)

2000 Wedding (Short)

2001 Leaving by the Way

2004 Romeo un Dzuljeta (Documentary)

2006 The Dark Deer

2009 Loengrins no varka kru (Documentary)

2014 Pelikans tuksnesi (Documentary)

2014 The Invisible City (Documentary)

2016 The Chronicles of Melanie