კინოფესტივალის დახურვის ცერემონია!
კინოფესტივალი მედიაში
2016-12-04

3 დეკემბერს ამირანის პირველ დარბაზში კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. ფესტივალის საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოავლინა: 

საერთაშორისო კონკურსი:

1. ოქროს პრომეთე (საუკეთესო ფილმი) - ''სხვისი სახლი'', რუსუდან გლურჯიძე, საქართველო
2. ვერცხლის პრომეთე (საუკეთესო რეჟისურა) - ''პატარა ადამიანების მიწა'', იანივ ბერმანი, ისრაელი

ეროვნული კონკურსი:

1. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - ''თვე, როგორც ერთი დღე'', რეზო ესაძე
2. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Life is Be, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
• განსაკუთრებული აღნიშვნა: ''დაისის მიზიდულობა'', სალომე ჯაში
3. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ''დაკარგული სოფელი'', გიორგი თოდრია
• განსაკუთრებული აღნიშვნა: ''ჩვენი წელთაღრიცხვით 2015'', ხათუნა ხუნდაძე

სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს თბილისის განსაკუთრებული გარემო და ფესტივალს მადლობა გადაუხადეს მოწვევისათვის.

 

მნახველთა რაოდენობა: 2540