Georgian Panorama
კინოფესტივალი მედიაში
0000-00-00

განაცხადების მიღება დაიწყო!!!

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი (2017 წლის 4-10 დეკემბერი) აცხადებს ფილმების მიღებას ქართული პანორამის საკონკურსო სექციისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ რეჟისორებს (გარდა სტუდენტებისა) 2016-2017 წელს დამზადებული ფილმებით.

„ქართული პანორამის" ჯილდოებია: პრომეთე საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა (ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ) და გამოგზავნეთ საჭირო მასალა კინოხელოვნების ცენტრში „პრომეთე" (დეტალურად მასალისა და სხვა მოთხოვნების შესახებ იხილეთ ფესტივალის რეგლამენტი).

ფესტივალის მისამართია:
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი,
აღმაშენებლის 164,
0112 თბილისი,
საქართველო

განაცხადის შემოტანამდე გთხოვთ, იხილოთ ფესტივალის რეგლამენტი.

განაცხადების მიღება გაგრძელებულია:
2017 წლის 30 სექტემბრამდე

 

 

მნახველთა რაოდენობა: 443