სრულმეტრაჟიანი მხატვრული პროექტების პიჩინგ ვორქშოფი 2017
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-30

რა არის პიჩინგი? რა განსხვავებაა წერილობით და ცოცხალ პიჩინგს შორის? როგორ აღვწეროთ პროექტის ძირითადი არსი რამდენიმე წინადადებით? როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი მაქსიმალურად კარგად? როგორ მოვხიბლოთ მსმენელი? ამ და მრავალ სხვა კითხვას გასცემს პასუხს მარჯორი ბენდეკი თბილისის მე-18 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ „პიჩინგ ვორქშოფის" დროს.

"პიჩინგ ვორქშოპი" მიზნად ისახავს ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერების ხელშეწყობას, თავიანთი პროექტების განვითარებისა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენის მიზნით.

6 და 7 დეკემბერს ჩატარდება ორდღიანი ტრენინგი, ხოლო 8 დეკემბერს გაიმართება „პიჩინგ ფორუმი", სადაც ქართველი რეჟისორების და პროდიუსერების პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. პიჩინგ ფორუმის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს, რომელიც „ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" გამოყო.

„პიჩინგ ვორქშოფში" მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ მისამართზე: opencall@tbilisifilmfestival.ge, 2017 წლის 17 ნოემბრის 18:00-მდე:
• შევსებული აპლიკაციის ფორმა;
• აპლიკანტის CV და 1 ფოტოსურათი;
• პროექტის სინოფსისი (3 პარაგრაფი/მაქს. 1 გვერდი);
• სამოტივაციო წერილი (მაქს. ნახევარი გვერდი);
• რეჟისორის ხედვა;
• ვიზუალური მასალა (Moodboard, საპრეზენტაციო მასალა);
• რეჟისორის წინა ნამუშევარი (ლინკი, პაროლი);
• სცენარისტის/რეჟისორის/პროდიუსერის მოკლე ბიოგრაფია და ფილმოგრაფია.

დამატებითი მოთხოვნები:
• ყველა მონაწილე პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე;
• პიჩინგ ვორქშოფში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ის პროექტი, რომელსაც არ მიუღია ჯილდო ფესტივალის პიჩინგ ფორუმზე 2016 წელს;
• სავალდებულოა, პროექტის მთავარი პროდიუსერი იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ფორუმზე მონაწილეობას იღებს მხოლოდ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი;
• პროექტის საბოლოო პრეზენტაცია გაიმართება ინგლისურ ენაზე (იმ შემთხვევაში თუ პროდიუსერს სურს პრეზენტაცია ჩაატაროს ქართულად, მან უნდა უზრუნველყოს სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე).

ჯილდოს მიღების შემთხვევაში, პროდიუსერი ვალდებულია:
• მოიხსენიოს ჯილდო ფილმის ტიტრებში;
• ფილმის პრეს-რელიზში გამოიყენოს ჯილდო და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ლოგო;
• ახსენოს ჯილდო და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმთან დაკავშირებულ ყველა სარეკლამო აქტივობაში.

დამატებითი კრიტერიუმები:

• პროექტი უნდა იყოს საწყის ეტაპზე;
• ფილმის მინიმალური ხანგრძლივობა - 60 წუთი;
• კო -პროდუქციის შემთხვევაში მთავარი პროდიუსერი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• პროექტს უნდა ჰყავდეს: პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი.

დამატებითი ინფორმაცია:
• პიჩინგ ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, სპეციალური კომისია შეარჩევს 7 პროექტს;
• შერჩეული პროექტების სია გამოქვეყნდება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ვებ-გვერდზე არა უგვიანეს 2017 წლის 24 ნოემბრისა;
• ჟიურის შემადგენლობაში შედიან მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები (წარმოების, დისტრიბუციის, დაფინანსების, გაყიდვების სფეროებიდან);
• პიჩინგ ფორუმი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ქართველი პროდიუსერების, სცენარისტების და რეჟისორების პირისპირ შეხვედრა ფესტივალზე აკრედიტებულ კინო-პროფესიონალებთან;
• გამარჯვებული დაჯილდოვდება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, 2017 წლის 9 დეკემბერს;
• გამარჯვებული პროექტის პროდიუსერები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით და სიგელით.

 

გადმოწერეთ აპლიკაციის ფორმა

 

პროექტების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 17 ნოემბერი, 18:00 საათამდე.
opencall@tbilisifilmfestival.ge

 

 

მნახველთა რაოდენობა: 349