დენი კოტეს Q&A და "სათუთი კანი"-ის ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-07

6 დეკემბერს ამირანში გაიმართა Q&A კანადელ რეჟისორთან დენი კოტესთან და მისი ფილმის "სათუთი კანი"-ის ჩვენება.

ფილმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ადონისების ექვს მრავალშრიან პორტრეტს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ჩვენებით: სასტიკი დიეტა, სავარჯიშო რეჟიმი, ოჯახური ურთიერთობები და მეგობრების მიმართ დამოკიდებულება თემში. ფილმში გონებამახვილურად და სათუთადაა ნაჩვენები ბოდიბილდერების კუნთები და ემოციური სირთულეები, რაც დამატებით დეტალებს მატებს კოტეს ნამუშევარს „ბესტიარია" (2012), რომელშიც რეჟისორი ერთ ცხოველს აკვირდება. ეს არის ადამიანის სხეულის გადაღების ხანგრძლივი ტრადიციის გაცოცხლება და დაფიქრება. ფილმში გასაოცარი პერსპექტივითაა წარმოდგენილი თანამედროვე მასკულინურობის გაგება.

 

დენი კოტე დაიბადა 1973 წელს, პერტ-ანდოვერში (კანადა). სწავლობდა კინოხელოვნებას აუნსიკის კოლეჯში, მონრეალში. 1994 წელს დააარსა კომპანია „ნიჰილ პროდაქშენზ". გადაღებული აქვს არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მუშაობდა რადიოში კინოკრიტიკოსად. 1999-2005 წლებში იყო ჟურნალ „ისი"-ს ჟურნალისტი. მისი ფილმები ნაჩვენები იყო ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, როგორებიცაა ლოკარნოს, ბერლინის და კანის და მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო.

ფოტო: თეონა მესტუმრე

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 69