რომუალდ კარმაკარის ფილმის ჩვენება და შეხვედრა პროდიუსერთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-09

გუშინ ამირანში გაიმართა რომუალდ კარმაკარის ახალი დოკუმენტური ფილმის „როცა ღამით გერმანია მაგონდება" ჩვენება. ფილმი, წარმოდგენილი იყო სექციაში "ხელოვნება" და ის ელექტრონული მუსიკის ხუთ პიონერზე გვიყვება, რომელთათვისაც სამუშაო, არსებობის საზრისია. კარმაკარი ბერლინის ხელოვნების აკადემიის ლექტორი და არტისტია. მისი ფილმების რეტროსპექტივა ხშირად იმართება საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ხოლო 2013 წელს, კარმაკარი რამოდენიმე არტისტთან ერთად გერმანიას წარმოადგენდა ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე.

ფესტივალს ესტუმრა კარმაკარის ფილმის პროდიუსერი ანდრო შტაინბორნი. შტაინბორნი 30-მდე ფილმის პროდიუსერია, მათ შორის ისეთი ცნობილი ფილმების, როგორებიცაა: ტომ ტიკვერის "გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი" და ვოლფგანგ ბეკერის „მშვიდობით, ლენინ!".

 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

მნახველთა რაოდენობა: 195