არშიყი
არშიყი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
ქვეყანა: დანია /შვედეთი /საფრანგეთი
წელი: 2017

 

არშიყი

ფერადი/100 წუთი

რეჟისორი: მილად ალამი. სცენარი: მილად ალამი, ინგებორგ ტოპსე. ოპერატორი: სოფია ოლსონი. მონტაჟი: ოლივია ნეერგაარდ-ჰოლმი. მუსიკა: მარტინ დირკოვი. მონაწილეობენ: არდალან ესმაილი, სოჰო რეზანეჯადი, სიუზან ტასლიმი, ლარს ბრიგმანი, სტინე ფიშერ ქრისტენსენი, ამალი ლინდეგარდი, დენ ბოიე კრატფელდი, იესპერ ლომანი, ნასტია არსელი.

„შემლოცველი" დაძაბული ფსიქოლოგიური დრამაა ახალგაზრდა ირანელის, ესმაილის შესახებ, რომელიც ამაოდ ცდილობს ისეთი ქალების პოვნას, ვინც დანიაში მის დარჩენაზე იზრუნებენ. დრო გადის და მას ერთი ქალი შეუყვარდება. ესმაილს წარსული წამოეწევა. ფილმი ეხება რასის, კლასის, უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლის საკითხებს.

Production:
Good Company Films, Garagefilm International AB, Vixens
World Sales:
Alma Cinema, Paris

მილად ალამი

წარმოშობით ირანელი რეჟისორი მილად ალამი იზრდებოდა შვედეთის ჩრდილოეთში და უკანასკნელი ათი წელია, რაც დანიაში ცხოვრობს. დამთავრებული აქვს დანიის ეროვნული კინოსკოლა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „სიცარიელე" (2014) პრემიერა, რომელიც აიგულ ბაკანოვასთან ერთად გადაიღო, მთავარ როლში ლარს მიკელსენის მონაწილეობით, კანში რეჟისორთა ორკვირეულზე შედგა. 2015 წელს გადაღებულმა ფილმმა „დედიკო" დანიის კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა. „შემლოცველი" ალამის სრულმეტრაჟიანი დებიუტია და მან სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ახალი რეჟისორების კონკურსი გახსნა.

 

 

ფილმოგრაფია:

2003 Häst utan tyglar (Short)
2007 Ett-Två-Tre Martyr! (Short)
2011 Intet kan røre mig (Short)
2014 Mini (Short)
2014 Nordic Factory
2014 Void (Short)
2015 Mommy (Short)
2017 The Charmer