ბაალი
კინოფესტივალი მედიაში
სექცია: აპოლო - კინოს მეხსიერება
ქვეყანა: გერმანია 
წელი: 1969

 

Baal

85 წთ, ფერადი

რეჟისორი: ფოლკერ შლონდორფი სცენარი: ბერტოლტ ბრეჰტი, ფოლკერ შლონდორფი ოპერატორი: დიტრიჰ ლოჰმანი მონტაჟი: პეტერ ეტენგრუბერი მუსიკა: კლაუს დოლდინგერი მონაწილეობენ: რაინერ მარია ფასბინდერი, ზიგი გრაუე, მარგარეთე ფონ ტროტა, ჰანა შიგულა, მარიან ზეიდოვსკი

ფოლკერ შლონდორფი გვთავაზობს ბერტოლტ ბრეჰტის გვიანდელი, ექსპრესიონისტული პერიოდის ნამუშევრის ეკრანიზაციას და მოქმედება უფრო ახალ დროში, 1969 წელს გადმოაქვს. ანარქისტი პოეტი ბაალი სხვენში ცხოვრობს და თავის ლექსებს ტაქსის მძღოლებს უკითხავს. ბურჟუაზიული საზოგადოება ჯერ აღფრთოვანდება მისით და შემდეგ უარყოფს მას. ბაალი დაეხეტება ტყეებში, მაგისტრალებზე და სასმელს, სიგარეტს, ქალებს და მამაკაცებს დაუოკებლად ეძებს. ახალგაზრდა მსახიობი ქალის დაფეხმძიმებიდან ცოტა ხანში, ის თვლის, რომ ქალი მისი ტვირთია. შემდეგ კლავს მეგობარს და თვითონაც მარტოობაში კვდება. ფილმის თემაა ახალგაზრდული იმპულსურობა და ჩაგვრის მიმართ სიძულვილი, ასევე, გენიოსის კულტი და სექსუალური მორალი. ამ ფილმში ფასბინდერი ბაალის როლსაც ასახიერებს და საკუთარ თავსაც. მას თავს ეხვევიან მსახიობები, რომლებიც შემდგომში მის ფილმებში მიიღებენ მონაწილეობას. როდესაც ფილმი დასავლეთ გერმანიის ტელევიზიით აჩვენეს, ბრეჰტის ქვრივმა, ჰელენ ვაიგელმა მისი შემდგომი ჩვენების აკრძალვა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ფილმში არაადეკვატურად გამოჩნდა ის სოციალური ვითარება, რამც ბაალის მეამბოხე ხასიათი ჩამოაყალიბა.

Production:
Hallelujah Film
Hessischer Rundfunk
Bayerischer Rundfunk
World sales:
Les Films du Losange


ფოლკერ შლონდორფი
დაიბადა 1939 წლის 31 მარტს, ვისბადენში (გერმანია). ბავშვობა გაატარა შლანგენბადში, მაგრამ ახალგაზრდა ასაკში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. შლონდორფმა ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი პარიზში გაატარა. აქ დაამთავრა სკოლა და აქედანვე ჩაეყარა საფუძველი მის მოღვაწეობას კინოში. ცოტა ხანი სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებას და ბოლოს კინოს სამყაროში შეაბიჯა, როდესაც ლუი მალის, ალენ რენეს და ჟან-პიერ მელვილის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 1964 წელს შლონდორფმა გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ახალგაზრდა ტერლესი", რომელმაც რამდენიმე პრიზი მოიპოვა და ჩანასახში მყოფი ახალი გერმანული კინოს საერთაშორისო წარმატების პირველი პრეცედენტი გახდა. ამ ნამუშევარს მოყვა უჩვეულო, ექსცენტრული ხასიათის რამდენიმე ფილმი "შემთხვევითი და წინასწარგანზრახული მკვლელობ", ან ჰაიმატფილმის ჟანრში გადაღებული "კომბაჰის ღარიბების უეცარი გამდიდრება" თუ ვესტერნის ჟანრით შთაგონებული ლიტერატურული ადაპტაცია "მიჰაელ კოლჰაასი - მეამბოხე" და ემანსიპაციის თემაზე შექმნილი "თავისუფალი ქალი". მისი წარმატებული ფილმებიდან საგულისხმოა "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება", რომელიც მარგარეთე ფონ ტროტასთან ერთად გადაიღო თუ შლონდორფის დღემდე ყველაზე წარმატებული ფილმი - გიუნთერ გრასის რომანის "თუნუქის დოლის" ეკრანიზაცია, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა.

Filmography/ფილმოგრაფია:
2014 Diplomatie
2011 Calm at Sea
2007 Ulzhan
2006 Strike
2004 The Ninth Day
2002 Ten Minutes Older: The Cello (segment "The Enlightenment")
2000 The Legend of Rita
1996 The Ogre
1991 Voyager
1990 The Handmaid's Tale
1984 Swann in Love
1981 Circle of Deceit
1979 The Tin Drum
1978 Germany in Autumn (segment "Die verschobene Antigone")
1976 Coup de grâce
1975 The Lost Honor of Katharina Blum
1972 A Free Woman
1972 Morals of Ruth Halbfass
1970 Baal (TV Movie)
1969 Michael Kohlhaas - Der Rebell
1967 Der Paukenspieler (segment "Unheimlicher Moment, Ein")
1967 Degree of Murder
1966 Young Torless